ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, კომეტის ფოტოები მიიღო, რომელიც დედამიწას 30,7 (პლუტონის ორბიტის ახლოს) ასტრონომული ერთეულით არის დაშორებული (1 ა.ე = 150 000 000 მილიონი კმ.). ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Astronomy and Astrophysics–ში გამოქვეყნდა.
საუბარია ჰეილ-ბოპის კომეტაზე (ობიექტი C/1995 O1). ის, 1995 წელს აღმოაჩინეს, ხოლო 1997-ში კომეტა მაქსიმალურად მიუახლოვდა მზეს (პერიჰელიუმი). მთლიანობაში, ღამის ცაზე კომეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალით 18 თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი, რაც აბსოლუტური რეკორდია ადამიანების მიერ ჩატარებული დაკვირვებების ისტორიაში.
კვლევის ჩარჩოებში, მეცნიერებმა შეისწავლეს მონაცემები, რომლებიც ლა-სილას 2,2 მეტრიანი ტელესკოპით 2007 წელს შეაგროვეს (კომეტამდე მანძილი მაშინ 25,7 ა.ე. იყო). მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ მზიდან შორ მანძილზე მდებარეობის მიუხედავად, კომეტამ არ შეწყვიტა აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა – კერძოდ, ისევ დაიმზირებოდა ე.წ. კომა – გაზ-მტვროვანი ღრუბელი ბირთვის გარშემო (შეიძლება მანამდე ამოფრქვეული ნაერთები იყოს).
მკვლევართა თქმით, ახალი შედეგები მოულოდნელობად იქცა მათთვის. კერძოდ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ დროის განმავლობაში კომეტა მთლიანად უნდა „დაწყნარებულიყო“. ახლა კი სპეციალისტებს ასეთ ობიექტებზე არსებული წარმოდგენების გადახედვა მოუწევთ.
გარდა ამისა, მკვლევარებმა ობიექტის ზედაპირის ტემპერატურის გაზომვა შეძლეს. როგორც აღმოჩნდა ის 53,1 (-220oC) კელვინს შეადგენს და კომეტა აღარ იქნება აქტიური, როცა ტემპერატურა 53 კელვინს ქვემოთ დაეშვება.
ბავშვობაში მახსოვს ციური სხეული რომელსაც ჰქონდა კუდი, ყოველ დღე ვხედავდი და სულ მაინტერესებდა რა იყო და რატო აღარ ჩანდა შემდეგ. მადლობა სტატიისთვის, გავარკვიე როგორც იქნა))