„კეპლერი“ ეკზოპლანეტების მოსაძებნად შეიქმნა, ის აკვირდება ვარსკვლავების ელვარების ცვლილებას, როცა მათ სისტემაში მოძრავი პლანეტები ტელესკოპსა და ვარსკვლავს შორის მოექცევიან ხოლმე და ამით მნათობიდან წამოსულ სინათლეს დროებით ბლოკავენ(ტრანზიტი). ასეთი პერიოდული ციმციმის ანალიზით ასტრონომები არა მარტო პლანეტის აღმოჩენას ახდენენ, არამედ ადგენენ ამ პლანეტის ზომას და თავისი ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდსაც. „კეპლერის“ მიერ შეგროვებულ ახალ მონაცემებთან ერთად, ცნობილი ეკზოპლანეტების რაოდენობა 1235-მდე გაიზარდა.
მეცნიერთა შეფასებით, მზის მაგვარ ვარსკვლავთა შორის, იმ მნათობთა წილი, რომელთა სისტემებშიც შეიძლება დედამიწის მსგავსი პლანეტები იყონ, თან სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში(ვარსკვლავიდან დაშორება) შეადგენს 1,4 დან 2,7 პროცენტს. დედამიწის მაგვარ პლანეტათა რიცხვს მეცნიერებმა მიაკუთვნეს ობიექტები, რომელთა დიამეტრები 0,8 დან 3 დედამიწის დიამეტრის ზომებში მერყეობს. სიცოცხლისათვის თავსებად ზონად კი მიჩნეულია ორბიტა, რომელიც ვარსკვლავიდან ისეა დაშორებული, რომ წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობის საშუალებას იძლევა.
ახალი კვლევის ავტორები ვარაუდობენ – „კეპლერს“ 3 წლის განმავლობაში 12-მდე დედამიწის მაგვარი ეკზოპლანეტის აღმოჩენა შაუძლია. გალაქტიკის შემადგენელი ვარსკვლავების გარშემო კი 50 მილიარდამდე პლანეტა ბრუნავს.
კეპლერის სახელობის, ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ობსერვატორია(NASA)