მეცნიერი სტენტონ ფრიდმანი დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე იყვნენ და თან დიდი ხნის განმავლობაში. ფრიდმანი არ არის ფანატიკოსი ამო-ების მკვლევარი, არამედ აბსოლუტურად სერიოზული მეცნიერია ატომური ფიზიკის დარგში, მუშაობს რაკეტების მშენებლობით დაკავებულ ბევრ საერთაშორისო აეროკოსმოსურ კომპანიებში.
ფრიდმანი შეუერთდა სხვა მეცნიერული ტიტულების მფლობელ ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან და აქვთ მტკიცებულებები ამო-ს შესახებ. აპოლონის მისიის ასტრონავტი ედგარ მიტჩელი იზიარებს ფრიდმანის შეხედულებებს და თვლის, რომ როზუელის ინციდენტი 1947 წელს იყო სხვა პლანეტიდან მოფრენილი ამო-ს კატასტროფა.
ფრიდმანი თვლის, რომ არსებობს ფაქტების დამალვის ორი მიზეზი:
1) არსებობს მრავალწლოვანი შეთქმულება, მაღალჩინოსნები მალავენ უტყუარ მტკიცებულებებს ამო-ს შესახებ.
2) მეცნიერები, რომელთაც შეუძლიათ თქვან სიმართლე, ეშინიათ ზემოთ ხსენებული მაღალჩინოსნების, ან იმის, რომ ეს შეიძლება იყოს ელემენტარული შეცდომა.
”მე ისევ მჯერა, რომ ჩემი სოცოცხლის განმავლობაში, მე კი უკვე 75 წლის ვარ, გავიგებ ისტორიების ნაწილს მაინც იმის შესახებ, რომ ჩვენ სამყაროში მარტონი არა ვართ”, ამბობს ფრიდმანი.
ალბათ უადგილო არ იქნება გავიხსენოთ ე.წ. ”წყევლა” მსოფლიო უფოლოგიური შეთქმულების მომხრეთა მისამართით, რომელიც თავის ანდერძში დატოვა ამო-ს ცნობილმა მკვლევარმა ფილიპ კლასმა:
”მიუხედავათ იმისა რამდენ ხანს იცოცხლებთ, თქვენ ვერ გაიგებთ იმაზე მეტს ამო-ს შესახებ, რაც იცით დღეს. ვერ გაიგებთ ამო-ს ნამდვილად არსებობის შესახებ, ან საიდან ჩნდებიან ისინი, იმაზე მეტს რაც იცით. ვერასოდეს გეცოდინებათ იმაზე მეტი, რაც დანამდვილებით იცის ამერიკის მთავრობამ. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი ვერ განთავისუფლდებით მცდარი აზრისაგან ამო-ს შესახებ”.
2005 წელს ფილიპ კლასმა ”დედამიწა დატოვა”, თუმცა მისი წყევლა ჯერ კიდევ ძალაშია.