ძველი ცივილიზაციები

 არსებობდნენ თუ არა ლეგენდარული გოლიათები?

 წარღვნის წინანდელი სამყარო ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისაგან. მაშინდელი ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო გიგანტური ცოცხალი ორგანიზმების გასაჩენად. ძველი სამყაროს ატმოსფეროში ჟანგბადი 50%-ით მეტი იყო. ეს ფაქტი დაადასტურა ქარვაში(მილიონობით წლის წინ გაქვავებული ხის ფისი) “ჩაყინულმა” ჰაერის უმცირესი ჩანართების ანალიზმა.  ასეთ პირობებში მცხოვრები ადამიანები შესაძლებელია გოლიათის ზომისანი ხდებოდნენ.

 ძველ აღთქმაში ხშირადაა მოხსენიებული გოლიათები, რომელთა ერთ-ერთი შთამომავალი იყო მეფე ოგი(მისი ლოგონი 4 მეტრიანი იყო). ისრაელის მეფე დავითი შეებრძოლა 3 მეტრიან გოლიათს, რომელიც შიშის ზარს გვრიდა მის ჯარს და დაამარცხა იგი. ეს ლეგანდარული პერსონაჟები არიან, საინტერესოა რას მოგვითხრობენ დღევანდელი ნამარხებიგიგანტების შესახებ?

ბევრი მეცნიერი თქმულებებს გოლიათებზე სერიოზულად არ აღიქვამს. როცა ერთი და იგივე მოვლენებზე მოგვითხრობენ სხვა და სხვა წყაროები, ეს დამთხვევა უკვე აღარაა.
ძველი ბრიტანელები თვლიდნენ რომ სახელგანთქმული სტოუნჰენჯი ააშენეს გოლიათებმა, რომლებიც არ ნახულ ძალას ფლობდნენ. ტიბეტური ღმერთების ქალაქი თავისი გიგანტური ქვის პირამიდებითა და  ქვის სარკეებით. ლამების აზრით ეს ქალაქი “ღვთის შვილებმა”, გოლიათმა არსებებმა ააგეს. გერმანულ-სკანდინავიური მითები ბევრს მოგვითხრობენ გიგანტების შესახებ, შესაძლებელია კი ასეთი დამთხვევები რეალური ამბების გარეშე?
არსებობს ჰიპითეზა, რომლის მიხედვით, ჩვენს ერამდე ძალიან ადრე,დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ გოლიათებიც.
2002 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადამიანის 2 მეტრზე მეტი სიგრძის ძვლები. ამ ძვლების ასაკი 10 000 წელზე მეტია.(შარშან ზაფხულში გოლიათის ძვლები აღმოაჩინეს ხარაგაულის ტყეშიც) იქნებ გოლიათები არ არიან გამონაგონი არსებები?
ხშირ შემთხვევაში ისინი ბოროტი არსებები იყვნენ საზიზღარი სახეებით. ოდისევსის მიერ დაბრმავებული ციკლოპი. ბერძნული მითების მიხედვით ტიტანები,ატლანტები,ციკლოპები ისტორიის განუყოფელი ნაწილები არიან.
სწორედ ტიტანებმა ასწავლეს ადამიანებს მიწათმოქმედება და წარმოება. ატლანტებმა კი ასტრონომია,ამიტომ მათ ცის თაღი უჭირავთ ლეგენდებში. მათი გამოსახულებიანი შენობათა სვეტები ფართოდ გამოიყენებოდა მშენებლობაში.
ძველი აღთქმა მოგვითხრობს: “იმ დროში არსებობდნენ გიგანტები, როცა ღვთის შვილები დადიოდნენ ადამიან ქალებთან, ესენი კი შვილებს უჩენდნენ მათ. ასეთი გარყვნილების გამო განრისხებულმა ღმერთმა წარღვნა დაატეხა მათ.”
ყურანი გვიამბობს რომ გოლიათები ყველაზე მაღალ პალმებზე დიდები იყვნენ. რომაელი ისტორიკოსი მოგვითხრობს:”მათ ძალიან დიდი სხეულები ჰქონდათ, სახე ისე ძალიან განსხვავდებოდა ადამიანურისაგან, რომ ძალიან საკვირველი სნახავი იყო, ხოლო ხმა შიშის მომგვრელი.”
გოლიათი ფარაონების გამოსახულებებს ვხვდებით ეგვპტეში. სიგრძის ერთეული “წმინდა იდაყვი”, რომლითაც ძველი ეგვიპტელები სარგებლობდნენ პირველი ფარაონების იდაყვის ზომა იყო. ეს ღვთის შვილები 2 მეტრიანები იყვნენ, ამაზე მათი ნარჩენი ტანსაცმელიც მიუთითებს.
იდუმალი გიგანტები გაჰყურებენ ჰორიზონტს თუ ცას აღდგომის კუნძულზე.
  მათი საიდუმლო ბოლომდე ჯერ კიდევ ამოუხსნელია. ითვლება რომ ეს მონუმენტები ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში გამოკვეთეს უმტკიცესი ქვისგან, სიგრძით 3 დან 22 მეტრამდე.
ცნობილმა ნორვეგიელმა მოგზაურმა ტურ ჰეიერდალმა ენთუზიასტების ჯგუფთან ერთად გადაწყვიტა გამოეკვეთა ასეთი მონუმენტი კუნძულზე არსებული ქვისაგან,
  იმ ინსტრუმენტებით,რომელიც შეიძლებოდა ქონოდათ მაშინდელ ადამიანებს. ექსპერიმენტატორებმა ქვაზე უმნიშვნელო კვალის დატოვებაზე მეტი ვერაფერი მოახერხეს. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს მონუმენტები გოლიათმა ღვთის შვილებმა გამოკვეთეს და მთელი კუნძულის გარშემო სანაპიროებზე დადგეს. ისინი აქ ინკების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ.
 გიგანტების არსებობაზე მიუთითებს მეგალითური ქვის ნაგებობებიც.ისინი ყველგანაა მიმოფანტული დედამიწაზე. ერთ ადგილზე შეგროვილი უზარმაზარიქვები,დოლმენები, გიგანტური ქვის სამარხები, ბრიტანული სტოუნჰენჯი
კარნაკი საფრანგეთში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.