ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, პროექტის შემქმნელებმა და გამომცემლობა Penguin-მა, გადაწყვიტეს ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობას საშუალება მიეცეს გაუგზავნონ შეტყობინება არამიწიერ ცივილიზაციებს, რომელიც 40 სიტყვისგან იქნება შედგენილი. ამისათვის საჭიროა თქვენ იყოთ 16 წელზე მეტი ასაკის, დარეგისტრირდეთ და შეავსოთ ფორმა გამომცემლობის ინტერნეტ საიტზე. შეგახსენებთ, რომ 1960 წელს, ფრენკ დრეიკმა დაიწყო რადიოსიგნალების მოსმენა იმ ვარსკვლავების მიმართულებით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დედამიწის ტიპის პლანეტების არსებობა. ამ ექსპერიმენტმა საფუძველი დაუდო პროექტ SETI-ის. ამ პროექტის საშუალებით, მსოფლიოს მეცნიერები არამიწიერი ცივილიზაციებისაგან გამოგზავნილ რადიოსიგნალებს ეძებენ, მათ შორის, ოპტიკურ დიაპაზონშიც.
აღსანიშნავია სიგნალი, რომელიც 15 აგვისტოს 1977 წ. იქნა მიღებული. მან მიიღო სახელწოდება WOW, სიტყვა, რომელიც განცვიფრებულ ოპერატორს აღმოხდა და იქვე, თვითმწერის ლენტზევე მიაწერა(WOW და სხვა სიგნალები…).
ამის მერე, სამწუხაროდ, სიგნალი აღარ განმეორებულა. ის შეიძლება მიმღების საკუთარ “ხმაურს”, ან რაიმე სხვა ელექტრო მოწყობილობას გამოეწვია.
მოსმენა, ძირითადად, 21სმ. დიაპაზონში წარმოებს, ამ დიაპაზონში ასხივებენ ნეიტრალური წყალბადის ატომები, იგი სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია. მასზე დაკვირვებით ხდება სამყაროს შესწავლა. თუ ტექნიკური ა.ც. არსებობს, აუცილებლად ამ დიაპაზონში გამოაგზავნის სიგნალს, რადგან ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენც ამ დიაპაზონით შევისწავლით სამყაროს. ანუ კოსმოსზე დაკვირვების დროს რადიოტელესკოპმა შეიძლება ა.ც.-გან გამოგზავნილი სიგნალი მიიღოს.
პროექტი SETI@Home 90-ან წლებში დაიწყო. თუ გინდათ გახდეთ მისი მონაწილე საკმარისია გადმოწეროთ პროგრამა, რომელიც ”ალენის” რადიოტელესკოპების მასივიდან მოსულ სიგნალებს გაშიფრავს. პროექტის მიზანია საერთო ფონური ხმაურიდან გამოიყოს პერიოდული სიგნალი, რომელთა წყარო ა.ც.-ების მოწყობილობები შეიძლება იყოს. პროექტის მთავარმა ასტრონომმა, სეთ შოსტაკმა განაცხადა, რომ თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდა კომპიუტერების პროცესორების სიმძლავრის მატება, ა.ც. შეიძლება 2025 წლისათვის აღმოვაჩინოთ.