სსრკ-ს ავტომატური დასაშვები აპარატი “ვენერა 14”, დედამიწის დად წოდებული პლანეტის ზედაპირზე, პარაშუტით დამუხრუჭების სისტემის საშუალებით (”რუსების პლანეტა”), 1982 წლის მარტში დაჯდა. მის ობიექტივში მოხვედრილი ლანდშაფტი შეიცავს ბრტყელ კლდეებს, უზარმაზარ უდაბურ სივრცეს და უსახურ ცას, ვენერას ეკვატორთან ახლოს, ადგილზე სახელად ფებე. მარცხნივ ჩანს სხვადასხვა გაზომვების ჩასატარებელი მოწყობილობა პენეტრომეტრი, ის ნათელი დეტალი კი ობიექტივიდან მოშორებული თავსახურია. ცელსიუსით 450 გრადუს ტემპერატურასა და დედამიწის ატმოსფეროზე 75-ჯერ მეტ წნევას, ამ გამოწრთობილმა ზონდმა, მხოლოდ 1 საათი გაუძლო. “ვენერა 14”-დან მონაცემები 40 წლის წინათ გადმოიცა, მაგრამ მათი ციფრული დამუშავება და უჩვეულო გამოსახულებების შეერთება ახლაც მიმდინარეობს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი თანამგზავრის – „ვენერა ექსპრესის“ მიერ ჩატარებული ინფრაწითელი გაზომვების ბოლოდროინდელმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ვულკანური ამოფრქვევები ვენერაზე ახლაც უნდა მიმდინარეობდეს (ვენერას მზვერავები).
