პირველი ზიგზაგისებრი გრავიტაციული ლინზა

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, აინშტაინის ზიგზაგისებრი გრავიტაციული ლინზა პირველად აღმოაჩინა – შორეული კვაზარის 6 გამოსახულება, ჩვენსა და ამ კვაზარს შორის არსებულმა ორმა გალაქტიკამ წარმოქმნა (arxiv.org).

 აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია წინასწარმეტყველებდა, რომ მასიური ობიექტების გრავიტაციას, სინათლის სხივების მიერ გასავლელი გზის დეფორმირება შეუძლია და ასტრონომებმა ეს მოვლენა უკვე ბევრჯერ დააფიქსირეს (პირველი ფოტო), მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი გალაქტიკა ლინზათა წყვილის სახით მოგვევლინა.

სისტემა  J1721+8842-ის ანალიზის დროს, თავიდან, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ სინათლე ერთი ელიფსური გალაქტიკის გრავიტაციით იყო გადახრილი. თუმცა, ორწლიანი დაკვირვებების განმავლობაში მათ შეამჩნიეს, რომ კვაზარის (აქტიური გალაქტიკის ბირთვი) გამოსახულება იცვლებოდა, რაც რთული ლინზის მოქმედებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. დაფიქსირებული იქნა სინათლის მცირე ფრაგმენტებიც, რომლებიც იგივე წყაროს ასლები აღმოჩნდა.

ლინზირებული გამოსახულებების (კვაზარის სინათლის) ოპტიკური გზების ვიზუალიზაცია. ორი ზიგზაგისებრი გზა – D და F, მონიშნულია ვარდისფრად და ლურჯად. სინათლის მკვეთრად გადახრათა ორი წყვილი, მალინზირებელი ობიექტების მიერ არის გამოწვეული, ხოლო ყველა გზაზე შესამჩნევ მცირე გადახრებს, სივრცის გაფართოება განაპირობებს.

J1721+8842 არა ლინზირებული ორმაგი კვაზარია, როგორც მანამდე ეგონათ, არამედ ერთი, რომელიც ტელესკოპში ექვს სხვადასხვა ადგილეზე დაიმზირება, რაც ორი გალაქტიკის ორმაგი ლინზირებით არის გამოწვეული. ერთისა წითელ წანაცვლებაზე z = 0,184 (2,53 მლრდ.ს.წ.), მეორისა z = 1,885 (ახლა გასულია დამზერადი სამყაროს რადიუსიდან) (ეიბელ 3827: გროვა-კანიბალი და გრავიტაციული ლინზა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.