პლანეტური ნისლეულები, ჰეკატორნი-ფისენი-გალი 1-ის (HFG1) და ეიბელ 6-ის მსგავსი, მდებარე კასიოპეას თანავარსკვლავედში – მზის მსგავსი, საშუალო ზომის ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო სტადიაა. ასეთი ხილული ფორმის გამო, პლანეტური ნისლეულები უწოდეს (ძველი ასტრონომები ვერ ხვდებოდნენ რა იყო), სინამდვილეში კი პლანეტებთან არაფერი აქვთ საერთო. ნისლეული HFG1, ფოტოზე მარცხენა ქვედა კუთხეში, კასიოპეას V664-ის სახელით ცნობილმა ვარსკვლავურმა წყვილმა წარმოქმნა, რომელიც თეთრი ჯუჯისა და წითელი გიგანტისგან შედგება (როგორ კვდებიან ვარსკვლავები). საერთო მასათა ცენტრის გარშემო მბრუნავი ორი ვარსკვლავის ორბიტული პერიოდი, აქაური დღე-ღამის ნახევარს უტოლდება. კასიოპეიის V664 თავის ნისლეულთან ერთად, ყველაზე სწრაფ მატარებელზე 300-ჯერ სწრაფად გადაადგილდება. ის ქმნის დარტყმით ტალღას, რომელსაც მოცისფრო რკალის ფორმა მიუღია. ვარსკვლავთშორის გაზებზე დარტყმითი ტალღის ყველაზე ძლიერი ზემოქმედება იქაა, სადაც ეს რკალი დანარჩენ ნაწილებზე ელვარეა. დაახლოებით 10 000 წლის მერე, პლანეტური ნისლეულები უხილავი ხდება, რადგან წყდება ულტრაიისფერი გამოსხივება ვარსკვლავებისა, რომლებმაც ეს ნისლული შექმნა (გაზი აღარ აღიგზნება). ლამაზი ფორმები და რთული სტრუქტურა, პლანეტურ ნისლეულებს, ასტროფოტოგრაფთა საყვარელ სამიზნეებად აქცევს.
პლანეტური ნისლეულები: HFG1 და ეიბელ 6
Posted by