სინათლის დაღლის ჰიპოთეზა (ინგლ. tired light), იმ უარყოფილ ჰიპოთეზათა შორისაა, რომლებიც წამოყენებული იქნა, როგორც ალტერნატიული ახსნა სინათლის წითელი წანაცვლების დამოკიდებულებისა კოსმოსურ ობიექტებამდე მანძილებზე (ჰაბლის კანონი). დიდი აფეთქების თეორიისა და სტაციონარული სამყაროს თეოირებისგან განსხვავბეით, იგი არ იზიარებს სამყაროს გაფართოებას.
რაც უფრო შორსაა გალაქტიკა, მით მეტი სიჩქარით გვშორდება იგი. სწორედ ხილული სამყაროს ასეთ გაფართოებას ეწოდა ჰაბლის კანონი.
თუ სინათლის წყარო გვშორდება, სინათლის შემადგენელი ფერები წითლისკენ წაინაცვლებს. ხილულ დიაპაზონში წითელ ფერს დანარჩენებზე დაბალი სიხშირე და შესაბამისად გრძელი ტალღა აქვს, ანუ მისი ფოტონები უფრო დაბალენერგიულია. ხსენებული ეფექტების გამო, სინათლე წ.წ.-ას განიცდის და იღებს დაბალი ენერგიის შესაბამის ფერს. იისფერი – ლურჯს, ლურჯი – მწვანეს, მწვანე – ყვითელს, ყვითელი – წითელს და ა.შ. ეხება ნებისმიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას.
სამყარო ფართოვდება და როგორც სურათზე ხედავთ, ტელესკოპამდე მისული რხევების რაოდენობა ნაკლები გამოდის, ანუ სიხშირე, შესაბამისად – ტალღის სიგრძეც. ფოტონი კი ისევ ის არის, რომელიც წყარომ გამოასხივა, ის ”ხელშეუხებელია”, ან არსებობს და ზღვრული სიჩქარით მოძარობს, ან საერთოდ არ გამოსხივებულა.
ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის ამუშავების დღიდან, ადრეული სამყაროს უჩვეულოდ მასიური გალატიკების არსებობის სულ უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება, რაც არსებულ კოსმოლოგიურ მოდელს ეწინააღმდეგება, სახელად ΛCDM (ლამბდა სი-დი-ემ).
ΛCDM – ლამბდა-ცივი ბნელი მატერია, თანამედროვე კოსმოლოგიური მოდლია, რომელშიც სივრცობრივ-ბრტყელი სამყარო, ჩვეულებრივ მატერიასთან ერთად, ბნელი ენერგიითა და ცივი ბნელი მატერიით არის შევსებული. ამ მოდელის მიხედვით, სამყაროს ასაკი 13,82 მილირდი წელია (მაინც რა ასაკისაა სამყარო?). ამასთან ერთად, ზოგიერთი გალაქტიკა, მათი წითელი წანაცვლებიდან გამომდინარე, დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის მერე უკვე არსებობდა, თან ახლოს მდებარეებივით, ანუ თანამედროვე გალაქტიკებივით გამოიყურება.
აქედან გამომდინარე, კოსმოლოგმა რაჯენდრა გუპტამ, ოტავას უნივერსიტეტიდან (კანადა), ახალი ჰიპოთეზა წარმოადინა, რომლის მიხედვითაც სამყაროს ასაკი ორჯერ მეტია, ვიდრე დღევანდელი მოდელი პროგნოზირებს (academic.oup.com). გუპტამ გადაწყვიტა შეეთავსებინა დაღლილი სინათლის ჰიპოთეზა, გაფართოებადი სამყაროს მოდელთან, რომელშიც ის, წითელ წანაცვლებას ჰიბრიდულ ფენომენად განიხილავს. ამ მოდელში — CCC + TL (ინგლ. covarying coupling constants – მუდმივები + დაღლილი სინათლე), კიდევ ერთი საკამათო კონცეფცია განიხილება, რომელიც მოიცავს გარკვეული ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივების ერთდროულ ცვლილებას დროთა განმავლობაში.
დაღლილი სინათლის კონცეფცია, 1929 წელს, ფრიც ცვიკის (ბნელი მატრიის იდეის ერთ-ერთი ავტორი) მიერ იყო წარმოდგენილი. ის ვარაუდობდა, რომ შორი მანძილებიდან მომავალ ფოტონებს, შემხვედრ მატერიასთან და სხვა ფოტონებთან ურთიერთქმედება, ან აქამდე უცნობი ფიზიკური ურთიერთქმედება აკარგვინებდა ენერგიას. ჰაბლის კანონის ასახსენლად, სტაციონარული სამყაროს გრავიტაციის ალტერნატიული მოდელებშიც სინათლის დაღლის მოვლენაა გამოყენებული.
ჯერჯერობით, ასეთი ჰიპოთეზების მიმართ მხოლოდ ისტორიული ინტერესი არსებობს, რადგან ისინი დამზერით მიღებულ მონაცემებს ეწინააღმდეგება, მაგალითად, როგორებიც არის:
- წითელი წანაცვლების დამოუკიდებლობა ტალღის სიგრძისგან;
- შორეული ობიექტების სინათლის გაბნევის არ არსებობა;
- ზეახლების ანთებათა ხანგრძლივობის დამოკიდებულება ამ ზეახლებამდე მანძილზე;
- მსუბუქი ელმენტების სიმრავლე;
- რელიქტური გამოსხივების სპექტრის დამთხვევა აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებასთან;
- გალაქტიკათა ზედაპირული ელვარების დამოკიდებულება წითელ წანაცვლებაზე, რაც წითელი წანაცვლების ტრადიციულ ინტერპრეტაციას ეთანხმება.
შედეგად, ამ ჰიპოთეზას არ ძალუძს შექმნას დასრულებული კოსმოლოგიური სარათი, რომელიც დიდი აფეთქების თეორიის ალტერნატივა იქნებოდა (დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”).