ევროპის კოსმოსური სააგენტოს – ESA, კოსმოსური ხომალდი ”Juice” (იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების მკვლევარი) გასაფრენად ემზადება. ”Juice ” ფრანგული გვიანას ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოპორტში 2023 წლის 9 თებერვალს ჩაიტანა აერობუსმა Toulouse. ტექნიკური შემოწმების გავლის შემდეგ მას რაკეტა-მატარებელ Ariane 5-ში ჩატვირთავენ.
”Juice” კაცობრიობის მორიგი მსხვილი კოსმოსური მისსიაა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის გარე პერიმეტრს გამოიკვლევს. ხომალდი დეტალურად შეისწავლის გაზოვანი გიგანტის – იუპიტერის სამ მთვარეს: განიმედს, კალისტოს და ევროპას, რომლებზეც გიგანტური ყინულქვეშა ოკეანეების არსებობას ვარაუდობენ. ხომალდი მძლავრი დისტანციური სენსორული, გეოფიზიკური და ნიმუშების შემგროვებელი აპარატურითაა აღჭურვილი. ამ ამბიციური მისსიის მრავალფეროვან ამოცანებში, იუპიტერის ამ სამი თანამგზავრის ოკეანეებში სიცოცხლის სავარაუდო ნიშნების აღმოჩენაც შედის.
”Juice” იუპიტერის ურთულესი მაგნიტური, რადიაციული და პლაზმური გარემოს პარამეტრებს შეისწავლის; მათ შორის იმასაც, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს გარემო იუპიტერის მთვარეებზე.
”Juice” კოსმოსისკენ სტარტს ევროპული კომოპორტიდან, ”კურუდან” აიღებს, რაკეტა მატარებლით Ariane 5. გაფრენა 2023 წლის აპრილში განხორციელდება და საბოლოო დანიშნულების ადგილას რვა წლის შემდეგ ჩავა. ამ დროის განმავლობაში ის რამდენჯერმე ჩაუვლის დედამიწას და ვენერას, რომ გრავიტაციული გატყორცნის მეშვეობით იუპიტერამდე მიაღწიოს. იუპიტერის ორბიტაზე გასვლის შემდეგ ”Juice” ყინულოვან მთვარეებს 35-ჯერ ჩაუვლის, საბოლოოდ კი განიმედის ორბიტაზე დარჩება.
”Juice” ევროპის კოსმოსური სააგენტოს – ESA ინიციატივით იყო შემუშავებული, თუმცა ხომალდის აგებასა და მისსიის განხორვიელებაში მონაწილეობენ NASA, JAXA და ისრაელის კოსმოსური სააგენტო. სამუშაოები ევროპის კოსმოსური ხედვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
დაწვრილებით, ქართულ ენაზე: წყლის სამყაროთა შესწავლის მეცნიერება კოსმოსში ვრცელდება.