2004 წელს, კოსმოსური სივრციდან შემოჭრილი “მფრინავი თეფში”, იუტას უდაბნოში ჩამოვარდა. მანამდე, ობიექტი რადარებით იქნა აღმოჩენილი და მაშინვე ვერტმფრენების სამიზნედ იქცა. ფოტოზე ნაჩვენები თეფში, ხომალდ “ჯენესისის” დასაშვები კაფსულაა, ნაწილი ადამიანების მიერ აგებული კოსმოსური აპარატისა, რომელიც 2001 წელს იქნა მზის შესასწავლად გაგზავნილი. გაუთვალისწინებელი მძიმე დაშვება 300 კმ/სთ. სიჩქარით მოხდა, რადგან დასაშვები კაფსულის პარაშუტი არ გაიხსნა. “ჯენესისი” მზის გარშემო დაფრინავდა და მზის ქარის ნაწილაკებს აგროვებდა. დედამიწის მაგნიტური ველი ამ ნაწილაკებს გადახრის და ზედაპირამდე მათ შემოღწევას ეწინააღმდეგება. აპარატის დამტვრევის მიუხედავად, შეგროვილი ნივთიერებების ნიმუშები კარგად იყო დაცული და მათი შესწავლა მოხერხდა. მიღებული იქნა ახალი მონაცემები მზის ქიმიური შემადგენლის შესახებ, ასევე დადგინდა, თუ როგორ იცვლება ზოგიერთი ელემენტის რაოდენობა მზის სისტემის სხვადასხვა წერტილებში. ეს მონაცემები გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ ფორმირდებოდა მზე და პლანეტები მილიარდობით წლის წინათ (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ).
“მფრინავი თეფშის” მძიმე დაშვება იუტას უდაბნოში
Posted by