მას შემდეგ, რაც DART-ი დაახლოებით 22 500 კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახა დიმორფოსს, მისი ორბიტა მნიშვნელოვნად შემცირდა. NASA-ს სპეციალისტების მიერ ჩატარებული წინასწარი გათვლებით, ორბიტის არანეკლებ 73 წამით შემცირებაც კი ამ მისიის წარმატება იქნებოდა. ასეთი კორექტირება, იგივე გათვლებით, სავსებით საკმარისია დედამიწელებისთვის საშიში ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად და პლანეტური თავდაცვის ამ მეთოდის ეფექტურობაში დასარწმუნებლად (nasa.gov).
ეს სურათი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა დიმორფოსის ორბიტა შეჯახებიდან ერთი კვირის მერე. დიდიმოსის ყოველი შემოვლისას, დიმორფოსი მის ჩრდილში ექცევა, ნახევრაწრის მერე კი პირიქით. ტელესკოპით ამის შემჩნევა ძალიან ძნელია, ჩვენ ვხედავთ ორივე ასტეროიდიდან ანარეკლი სინათლის გაერთიანებას. გრაფკი გვიჩვენებს საერთო ელვარების კლებას, რადგან დიმორფოსის ჩრდილი მეტ ხანს ეცემა თავისი დიდი ზომის მეწყვილის ზედაპირზე. “დარტსის” ასტრონომებმა სწორედ ამ ჩავარდნებს შორის ინტერვალი გაზომეს, რათა ორბიტის ახალი პერიოდი დაედგინათ.
ამ ასტეროიდის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ პატარა თანამგზავრი ჰყავს, რომლის დროებითი სახელი იყო S/2003 (65803) 1. 2020 წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა საზოგადოებამ დიმორფოსი უწოდა მას. თანამგზავრის დიამეტრი 150 მეტრია და ასტეროიდის გარშემო 1,1 კილომეტრიანი ორბიტის შემოვლას 11,9 საათს ანდომებს. ასტეროიდის ბრუნვის პერიოდიდან და ზომიდან გამომდინარე, ამ სხეულის მასა და სიმკვირვე დადგინდა. დიდიმოსი პოტენციურად საშიშ ასტეროიდს არ წარმოდგენს, რამდენიმე მილიონ კილომეტრზე ახლოს არ უახლოვდება ჩვენს პლანეტას.
შეჯახების შემდეგ, ასტეორიდს უამრავი ტელესკოპით აკვირდებოდნენ, მათ შორის, კოსმოსურებითაც. უკვე, მონაცემთა საკმარისი რაოდენობა შეგროვდა იმის სამტკიცებლად, რომ დიმორფოსის მიმოქცევის დრო ახლა 11 საათი და 23 წუთია, ე.ი. 32 წუთით შემცირდა.
ეფექტური შეჯახების მერე, მეცნიერები ადგენენ ამონაფრქვევის მასას, სიჩქარესა და მიმართულებას, რათა DART-ის მიერ ასტეროიდისთვის იმპულსის გადაცემის ფიზიკა შეისწავლონ. ამ მონაცემებს გადმოსცემს მიკროთანამგზავრი LICIACub, რომელიც შეჯახემბამდე რამდენმიმე საათით ადრე გამოეყო მთავარ აპარატს. 2024 წელს, დიმორფოსისკენ გაფრინდება ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი ზონდი “ჰერა”, რომელიც ასტეროიდებსა და შეჯახების ადგილს ახლო მანძლიდან შეისწავლის (ორმაგი ასტეროიდი დიდიმოსი და მისია DART; პლანეტის დაცვა: ასტეროიდული პატრული (მრისხანე იკაროსი)).