იოს კატასტროფული ყოველდღიურობა

 წარმოიდგინეთ,  რომ უეცრად, ჩვენი პლანეტის ატმოსფერო გაიყინა და მიწაზე ჩამოცვივდა. ეს, პლანეტაზე არსებული სიცოცხლის მყისიერ სიკვდილს ნიშნავს, იუპიტერის თანამგზავრ იოსთვის კი ჩვეულებრივი ამბავია.

ვულკანი თვაშთარ პატერი.

 Geophysical Research: Planets-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მეცნიერები ამბობენ, რომ მზის სისტემის ვულკანურად ყველაზე აქტიურ იოს ზედაპირზე უჩვეულო წარმონაქმნები აღმოაჩინეს. გოგირდის ორჟანგისგან შემდგარი თხელი ატმოსფერო, რომელსაც ვულკანური ამოფრქვევები წარმოქმნის, ნადგურდება ყოველ ჯერზე, როცა იუპიტერი, იოსა და მზეს შორის გადის, რაც ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს. დაშლა დაახლოებით 2 საათი გრძელდება და ყოველ 1,7 დედამიწის დღე-ღამეში მეორდება, რის მერეც თანამგზავრის ზედაპირს მზის სხივები ისევ ანათებს და გაყინული გოგირდის ორჟანგი აირად მდგომარეობას უბრუნდება.

 იოზე ტემპერატურა ისეც გაცილებით დაბალია, ვიდრე დედამიწაზე. მზის სხივები მას ცელსიუსით  -148,33 გრადუსამდე “ათბობს”, ხოლო იუპიტერის ჩრდილში  -167,78 გრადუსამდე ცივდება. იოს ატმოსფეროზე დაკვირვება 2013 წელს, ტელესკოპ “ჯემინი ნორთის” (Gemini North) 8 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით მიმდინარეობდა. მისი და სპეციალური სპექტროგრაფის დახმარებით, მეცნიერებმა იოს ატმოსფეროს ტემპერატურის ცვალებადობა გამოავლინეს, და მისი კოლაფსი გაყინვის დროს (ვულკანი ამირანი იოზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.