აღმოჩენილთა შორის ყველაზე შორეული ვარსკვლავი მართლა ეარენდელია? ასეთი ვარაუდის საფუძველი მაშინ გაჩნდა, როცა ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპი, გალაქტიკათა უზარმაზარ გროვას აკვირდებოდა. ეს გროვა მოქმედებდა როგორც გრავტაციული ლინზა, ადიდებდა და ამარუდებდა რა მის უკან და გაცილებით შორს მდებარე გალაქტიკის გამოსახულებას. გამრუდებული გალაქტიკა, რომლის წითელი წანაცვლება 6,2-ს უტოლდება (12,9 მლრდ.ს.წ.), გრძელი წითელი სიმივით გამოიყურება, ხოლო იგივე ფერის მსხვილი წერტილები მასზე, სავარაუდოდ, მისი შემადგენელი ვარსკვლავთგროვებია. გალაქტიკათა გროვებისგან წარმოქმნილი გრავიტაციული ლინზა შორეულ ობიექტებს ათასეულებითჯერ ადიდებს. მაქსიმალური გადიდების ხაზისა და ზოლის გადაკვეთაზე, რომლადაც გადიდებული გალაქტიკა გაიწელა, ერთი წითელი წერტილია, რომელიც, ალბათ, ადრეული სამყაროს მარტოხელა ვარსკვლავი უნდა იყოს, მას ეარენდელი (იგივე WHL0137-LS. “ცისკრის ვარსკვლავი” ანგლო-საქსონურად) უწოდეს. კვლევაში ისევ “ჰაბლი” და ალბათ, ორბიტაზე ახალი გასული “ჯეიმს ვებიც” ჩაერთვება. ეარენდელამდე მანძილი სხვა აქამდე ცნობილ სტაბილურ ვარსკვლავებამდე მანძილზე მეტია, თუმცა, უძლიერესი გამა-ანთების GRB 090423 წარმომქმნელი ვარსკვლავის წითელი წანაცვლება 8,2 უტოლდება (13,035 მლრდ. სინათლის წელი).
ეარენდელი: ადრეული სამყაროს ვარსკვლავი
Posted by