უჩვეულო ფორმის გალქტიკა NGC 6240-მდე მანძილი 300 მილიონი სინათლის წელია. ჩვეულებრივი გალაქტიკებისგან განსხვავებით, ირმის ნახტომის ჩათვლით, მას საკმაოდ უცნაური ფორმა აქვს (გარეგნულად გატეხილი კვერცხის მსგავსია) და ითვლებოდა, რომ ორი გალაქტიკის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა (aanda.org);
ასტრონომები დიდი ხანი თვლიდნენ, რომ ამ შეჯახების შედეგად, NGC 6240-ში ორი ზემასიური შავი ხვრელი “დასახლდა”. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევა, რომელიც “ძალიან დიდი ტელსკოპის” დახმარებით ჩატარდა (VLT), გვიჩვენებს, სინამდვილეში, ამ გალაქტიკის ცენტრში სამი ზემასიური შავი ხვრელია და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ NGC 6240, შესაძლოა, სამი გალაქტიკის ერთდროულად შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა.
თითოეული ზემასიური შავი ხვრელის მასა 90 მილიონი მზის მასას აჭარბებს. ისინი 3000 სინათლის წლის ზომის სივრცეშია თავმოყრილი, ანუ გალაქტიკის მთლიანი ზომის მეასედზე ცოტა. ზემასიური შავი ხვრელების ასეთი კონცენტრაცია პირელად იქნა შემჩნეული (სამი ზემასიური შავი ხვრელისგან შემდგარი სისტემა; სამი შავი ხვრელის შეჯახება: კოსმოსური ანომალია).