2023 წლის 20 აპრილს, “სფეის იქსის” მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა კონფიგურაციით –”სტარშიფი”, ბოკა ჩიკას კოსმოპორტიდან აფრინდა. 4 წუთის ფრენის მერე, 38 კილომეტრის სიმაღლეზე, რაკეტა აფეთქდა. საცდელი ხომალდი”შიფ24″ ვერ გამოეყო ზემძიმე რაკეტამატარებელს “სუპერ ჰევი”. ეს გამოცდა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ილონ მასკის თქმით – “წარმატება იქნება, თუ რაკეტა თავიდანვე არ აფეთქდა და არ დააზიანა კოსმოპორტი”.
2021 წელი
კომპანია “სფეის იქსის” (SpaceX) ინჟინრებმა, რაკეტამატარებელ “სუპერ ჰევიზე” (Super Heavy), კოსმოსური ხომალდის, “სთარშიფ” SN20-ის (Starship SN2) დაყენების სამუშაოები წარამტებით დაასრულეს. მიღებული კონსტრუქციის სიმაღლე 120 მეტრია, “აპოლოს” მისიების “სატურნ V”-ზე (Saturn V) და ნასას “ეს ელ ესის” მომავალ კონფიგურაცია “ბლოქ თუ”-ზე (Block 2) მეტი. სხვანაირად რომ ვთქვათ, “სფეის იქსმა” შეძლო ისტორიაში ყველაზე მაღალი რაკეტის აგება, რომელიც დედამიწის ზედაპირის დატოვებისა და კოსმოსში ტვირთის გაგზავნისთვის შეიქმნა.
რაკეტამატარებელი “სუპერ ჰევი” სასტარტო მოედანზე 3 აგვისტოს დააყენეს, მასზე 29 რეაქტიული ძრავის, “რაპტორის” დამონტაჟების მერე (BFR – დიდი შავარდენი რაკეტა თუ რა?). რაკეტის ზედა და ქვედა ნაწილის დიამეტრი ერთნაირია – 9 მეტრი, სიმაღლე კი 70 მეტრი. ამას დამატებული “სთარშიფის” 50 მეტრი და 120 მეტრიანი გრანდიოზული კონსტრუქციაც მზადაა.
სტარტის ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან ხდება რაკეტის დამატებითი გადამოწმება, საწვავის ჩასხმა, ჰერმეტიზაცია და ძრავების სტატიკური ამუშავება. გარდა ამისა, აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია ამ პროგრამის ეკოლოგურობას ეჭვქვეშ აყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად, მისიის სტატუსი “ჰაერშია გამოკიდებული”.
თუ კომპანია ყველა ბიუროკრატიულ ბარიერს გადალახავს და სტარტის უფლებას მიიღებს, ყველაფერი შემდეგი მიმდევრობით წავა — რაკეტამატარებელი “სუპერ ჰევი”, 169 წამი იფრენს, სანამ მეორე საფეხური, “სთარშიფი” გამოეყოფა. ამის მერე, რაკეტამატარებელი წყალში ჩავარდება, გაშვების ადგილიდან 30 კილომეტრში. ხომალდი “სთარშიფი” თავის ძრავებს ჩართავს, მცირე ხნით დაბალ ორბიტაზე გავა და ისევ ატმოსფეროში დაიწყებს შემოსვლას. ისიც წყალში ჩაეშევბა, ჰავაის კუნძულებთან ახლოს.
“სუპერ ჰევი BN4” ყველაზე მძლავრი რაკეტამატარებელი იქნება, რომელსაც 150 ტონა ტვირთის ორბიტაზე გატანე შეეძლება. მისი 29 რეაქტიული ძრავა თხევად მეთანზე და თხევად ჟანგბადზე იმუშავებს, სტარტის დროს სრული გაწევის ძალა 72 მეგანიუტონი იქნება.
კომპანია “სფეის იქსი” გეგმავს ხომალდი “სთარშიფი” გამოიყენოს ადამიანებისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის დაბალ ორბიტაზე, მთვარეზე და მარსზე. ნასასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ხომალდის პილოტირებული ვარიანტი მთავარი ერთეული იქნება ნასას მთვარის პროგრამისთვის სახელად “არტემისი” (Artemis) (ილონ მასკი, სფეის იქსი და მემკვიდრეობა).
“სთარშიფისა” და ზემძიმე რაკეტა-მატარებლის ორბიტული ფრენის ანიმაცია.