ფარდობითობის ზოგადი თეორიის 100 წლის წინანდელი პირველი მტკიცებულება

 ბრიტანელი ასტრონომი, არტურ სტენლი ედინგტონი (1882-1944), წინა საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი იყო. მუშაობდა თეთრი ჯუჯების თეორის შექმნაზე, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კვანტური თეორიის, ფარდობითობის თეორიის, კოსმოლოგიისა და გრავიტაციის ერთმანეთთან დაკავშირება სცადა.

 ედინგტონი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც იმ დროისთვის ახლადგამოჩენილი ფარდობითობის ზოგადი თეორიის მართებულობა ექსპერიმენტულად შეამოწმა. ამ თეორიის მიხედვით, მასიურ სხეულებთან ახლოს მოძრავ სინათლეს მიმართულება უნდა შეეცვალოს. “მასიურ სხეულში” რაიმე ვარსკვლავური მასის ობიექტი იგულისხმება, მთვარე ამისთვის ვერ გამოდგება, ჩვენი ცენტრალური მანთობისგან განსხვავებით, რომელსაც მთელი მზის სისტემა “ემორჩილება” და რომელზეც ამ სისტემის მასის 99% მოდის. 

 ფარდობითობის ზოგადი თეორია (ფზთ) წინასწარმეტყველებს, რომ მზესთან ახლოს მოძრავი სინათლის სხივის გზა გამრუდდება და ამ სიმრუდის გაზომვის საშულებასაც მოგვცემს. მხოლოდ იმ მომენტის გამოჭერაღა იყო საჭირო, როცა ასეთი სხივების წყარო და მზე თითქმის ერთ ხაზზე განლაგდებოდა. ჩვეულებრივ პირობებში ორივეს დამზერა შეუძლებელი იქნებოდა, ამისათვის მზის სრული დაბნელების მოვლენა თუ გამოდგებოდა.

 1919 წლის 29 მაისს, მთვარის ჩრდილმა ეკვატორულ განედებზე გაირბინა. ედინგტონი ამ დაბნელებას კუნძულ პრინსიპიდან (გვინეის ყურე, აფრიკა) აკვირდებოდა (შტორმის გამო დაკვირვება კინაღამ ჩაიშალა). მან 16 ფოტო გადაიღო. ფოტოზე გამოსახული ფონური ვარსკვლავები, მზის დისკოს კიდეებთან, მტკიცებულება იყო იმისა, რომ ფზთ-ს წინასწარმეტყევლაბა მართებულია: რეალურთან შედარებით, ვარსკვლავთა ხილული მდებარეობა გამრუდებულია. რა თქმა უნდა, ეს მტკიცებულება ითხოვდა ვარსკვლავების დამზერილი და რეალური მდებარეობების შედარებას, რაც 100 წლის წინ პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენდა.

 ასე შეამოწმეს ფზთ პირველად, ხოლო უკანასკნელად, 2015 წელს, როცა გრავიტაციული ტალღები იქნა რეგისტრირებულ (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე; ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები; დეფორმირებული დრო-სივრცე პულსარს მალავს).

4 comments

  1. მომწონს ასტრონომია.გამოქვეყნებულ მოსაზრებებს სიამოვნებით წავიკითხავ.მაქვს ასეთი შეკითხვაც; რითი განსხვავდება ე. წ.გ რ ა ვ ი ტ ა ც ი ა. დედამიწის მიზიდულობისაგან??? თუ ეს ძალები ერთიდაიგივეა?

  2. გრავუტაცია ე.წ. დიდი ხანია აღარ არის. ნიუტიონის მიერ მსოფლიო მიზიდულობის ძალად წოდებული ძალა და გრავიტაცია ერთი და იგივე ძალაა, განსხვავება შეიძლება იყოს მის სიძლიერეში, რაც უფრო მასიურია სხეული, მით მეტია მისი გრავიტაცია, იგივე მიზიდულობის ძალა. იხილეთ ამავე ვებგვრედზე სტატია – მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ.

  3. შესაძლებელია თუ არა ამ საიტზე გამოქვეყნებული თვალსაჩინოების და ციტატების გამოყენება სამეცნიერო ნაშრომში, საიტის მინიშნებით?

  4. საიტის მითითებით კი. თუ რამე დიდი სტატია გინდათ გადააკოპიროთ, მოგვწერეთ, კონკრეტულად რომელი. წარამტებას გისურვებთ 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.