რატომ არის იუპიტერი სხვადასხვა ფერის ღრუბლიანი ზოლებით გარშემორტყმული? ძლიერი ჰორიზონტული ქარები, რომელთა სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აჭარბებს, ნათელ ზონებსა და ბნელ ზოლებს მთელი პლანეტის გასწვრივ განავცრობს. ასეთი ქარების გაჩენის მიზეზი ახლაც კვლევის საგნად რჩება. ზემოთ ხსენებული ზონების შენარჩუნებას, ქვემოდან ამოსული გაზები უზრუნველჰყოფს, სავარაუდოდ, მათშივეა ამიაკისა და წყლის ღრუბლები, რომლებიც ქვედა, უფრო ბნელ ატმოსფერულ ფენებს ფარავს. იუპიტერის ატმოსფერო, ძირითადად, გამჭვრივალე, უფერო წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, ამიტომ ოქროსფერი და ყავისფერი ზოლების წარმოშობაც კვლევის საგნად არის ქცეული. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს მზის გამოსხივებით შეცვლილი მცირე რაოდენობით გოგირდი და ნახშირბადი. “ჯუნოს” დახმარებით, რომელიც ახლაც იუპიტერის ორბიტაზეა, უამრავი აღმოჩენის გაკეთება მოხერხდა. დადგინა, რომ ეკვატორული ღრუბლების ზედა ფენების შემადგენელში მოულოდნელად ბევრი წყალის მოლეკულაა – 0,25%. ეს აღმოჩენა არა მარტო იუპიტერის ატმოსფერული ნაკადების კვლევისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთელი მზის სისტემის წყლის ისტორიის შესწავლისთვისაც (კიდევ მისია “ჯუნოს” შესახებ).
იუპიტერის ხედი “ჯუნოდან”
Posted by