შთანთქავს რა ერთი გალაქტიკა მეორეს, მათში არსებული ვარსკვლავთა მჭიდრო გროვები ნაწილობრივ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს და სფერულ გროვებად გარდაიქმნება, ხოლო მათი სტრუქტურა უცვლელი სახით დიდი ხნის განმავლობაში რჩება (სფერული გროვა).
ასტრონომმა დიდერიკ კრიუსენმა (Diederik Kruijssen), ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან გერმანიაში, ირმის ნახტომის სფერული გროვების დეტალური კვლევა ჩაატარა, მსგავსების საპოვნელად, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთ მათგანს საერთო წარმოშობა შეიძლებოდა ჰქონოდა. ამ ინფორმაციის გამოყენებით, კრიუისენმა, ჩვენი გალაქტიკის განვითარების სურათის აღდგენა სცადა.
მკვლევარებმა, ირმის ნახტომის ე.წ. “გენეალოგიური ხე” გამოაქვეყნეს – Monthly Notices of the Royal Astronomical Society. ასაკის, ორბიტული მოძრაობისა და მეტალურობის (წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს ასტრონომიაში მეტალებს უწოდებენ) მიხედვით, სფერული გროვები ხუთ ჯგუფად იყოფა, მათი გამოკლებით, რომლებიც სავარაუდოდ თავიდანვე ირმის ნახტომში ჩამოყალიბდა.
ამ გროვებიდან ოთხი, ცნობილ გალაქტიკებს შეესაბამება – გაია-ენცელადე, ჰელმი (პლანეტა სხვა გალაქტიკიდან), სექვოია და მშვილდოსანი, მეხუთე ჯგუფი კი აქამდე უცნობი გალაქტიკის მახასიათებლებს. მეცნიერთა მტკიცებით, მასთან შეერთებამ უძლიერესი ზეგავლენა მოახდინა ირმის ნახტომის შემდგომ ფორმირებაზე. ხუთივე პროტოგალაქტიკას მინიმუმ 60 მილიონი მზის მასა ჰქონდა. ავტორთა აზრით, ათამდე 4,5 მილიონი მზის მასის გალაქტიკაც იქნა შემოერთებული (კიდევ ირმის ნახტომის შესახებ; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).