კომეტა 2I/ბორისოვი, მეორე აღმოჩენილი კოსმოსური ობიქტია ასტეროიდ (1I/) ოუმუამუას შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელის მსგავსად, ჰიპერბოლურ ორბიტაზე მოძრაობს, ხოლო მზესთან მიახლოების სიჩქარე კი სისტემაში მის გარედან შემოფრენაზე მეტყველებს. ეს გამოსახულება ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით გადაიღეს, 2019 წლის 12 ოქტომბერს. როგორც სხვა კომეტები, მისი ბირთვიც მტვრით არის შემოფარგლული, სავარაუდოდ, მისი დიამეტრი 2-დან 16 კილომეტრამდე უნდა იყოს. ფოტოს გადაღების მომენტში კომეტამდე მანძილი 418 მილიონი კილომეტრი იყო. ის ჯერ კიდევ მზესთან მიახლოების პროცესშია, მინიმალური მანძილი მასა და ჩვენს მნათობს შორის 7 დეკემბერს იქნება – 300 მილიონი კილომეტრი (ანუ 2 ასტრონომიული ერთეული)(“უცხოპლანეტელი” ოუმუამუას უჩვეულო ფორმა).
ვარსკვლავთშორისი კომეტა 2I ბორისოვი
Posted by