მერკურის გავლა მზის დისკოზე – 2019 წლის 11 ნოემბერი

 მერკურის ტრანზიტი მაშინ ხდება, როცა ის ზუსტად მზესა და დაკვირვების წერტილს შორის ექცევა (დედამიწა, კოსმ. აპარატი…). დედამიწიდან დაკვირვებისას, მერკური მზის დისკოზე ნელა მოძრავი პატარა შავი წერტილის სახით წარმოგვიდგება.

 ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, თუმცა უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ვენერას ტრანზიტი, რადგან მერკური უფრო ახლოა მზესთან და მეტი სიჩქარით მოძრაობს.

 პირველი დაკვირვება მერკურის ტრანზიტზე 1631 წლის 7 ნოემბერს, პიერ გესანდიმ განახორციელა (პირველი ტელესკოპი).

 მერკურის ტრანზიტი მაისში ან ნოემბერში შეიძლება მოხდეს. XX საუკუნის პირველი გავლა 1999 წლის 15 ნოემბერს მოხდა. XI-ში – 2003 წ. 7 მაისი, 2006 წ. 8 ნოემბერი, 2016 წ. 9 მაისი და 2019 წლის 11 ნოემბერი.

 შესაძლებელია მერკურისა და ვენერას ერთდორული ტრანზიტიც, თუმცა უკიდურესად იშვიათად – 6916 წ. 26 ივლისი, მერე – 224 508 წელს. ბოლოს კი ასეთი მოვლენა 350 ათსი წლის წინათ მოხდა, 373 173 წელს ჩვენს ერამდე.

 მერკურის ტრანზიტი მზის დაბნელების დროსაც არის შესაძლებელი. ეს უკიდურესად იშვიათი მოვლენა 6757 წლის 30 მაისს მოხდება.

 მზის დისკოზე მოძრაობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 5 საათამდე გრძელდება ხოლმე. დაიმზირება არა მარტო მზის დისკოზე, არამედ ქრომოსფეროს ფონზეც, ასევე მზიური გვირგვინის ფონზე.

 ჩვენი დროით, მოვლენა 16:30-ზე დაიწყება და 5 სთ. 29 წთ. გაგრძელდება, ვნახავთ მის დასაწყისს, დასასრულს კი მზის ჩასვლის (17:40) გამო ვერ დავაკვირდებით. მერკური თითქმის მზის ცენტრზე გაივლის, შემოვა მარცხენა ქვედა მხრიდან და მარჯვენა ზედა ნაწილში დატოვებს ჩვენი მნათობის დისკოს.

 მერკური ძალიან პატარაა – მისი დიამეტრი ცაზე 12 კუთხურ წამს შეადგენს, მზისა – 1905. ამიტომ, ტრანზიტზე დასაკვირვებლად დაგჭირდებათ ტელესკოპი ან ბინოკლი მინიმუმ 20 ჯერადი გადიდებით. დამაბნელებელი ფილტრის გამოყენება აუცილებელია, რადგან მზის პირდაპირი დამზერით არც პატარა მერკური გამოჩნდება და რაც მთავარია – მხედველობას დაიზიანებთ !!!

მერკურის ტრანზიტი, 2016 წლის 9 მაისი (მარიკა ტარასაშვილი).

ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი (ვიდეო ნასასგან).

გისურვებთ წარმატებას!

2016 წლის 9 მაისი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.