რა იყო იმ უჩვეულიო აფეთქების მიზეზი, რომლისგან გამოსხივებული გრავიტაციული ტალღები LIGO და Virgo-ს დეტექტორებმა დაარეგისტრირა? მოდელირება გვიჩვენებს, რომ მოვლენა S190814sv-ში მონაწილე ერთი ობიექტის მასა ხუთჯერ აჭარბებდა მზისას, ის შავი ხვრელი უნდა იყოს. მეორე ობიექტის მასა სამი მზის მასზე ნაკლებია და როგორც ჩანს, ნეიტრონული ვარსკვლავი იყო (ნეიტრონული ვარსკვლავების მასის ზედა ზღვარი). ასეთი ინტენსივობისა და რხევების მქონე გრავიტაციული ტალღები ამ დრომდე ჯერ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, ოპტიკურ დიაპაზონში ამ აფეთქების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ნეიტრონული ვარსკვლავისგან ნათების გენერირება გასაკვირი არ იქნებოდა. თეორიულად, მეორე ობიექტიც შავი ხვრელი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ასეთი მცირე მასის მქონე ხვრელების არსებობა დამტკიცებული არ არის (შავი ხვრელები ცნობილი მასებით). ეს ანიმაცია მსგავსი მოვლენის საილუსტრაციოდ შეიქმნა, რომელმაც 2005 წელს გამა-ანთება GRB 050724 წარმოქმნა. ჯერ, ნეიტრონული ვარსკვლავი აკრეციული დისკოთი გარშემორტყმული შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს. შემდეგ, შავი ხვრელის გრავიტაცია ნეიტრონულ ვარსკვლავს შლის, მისი ფრაგმენტები შავ ხვრელზე ეცემა და ორ ჭავლს წარმოქმნის.
შავმა ხვრელმა ნეიტრონული ვარსკვლავი გაანადგურა
Posted by