დაახლოებით 20 წლის წინ, ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა, კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარე სამხრეთის კიბორჩხალას ნისლეულის (Hen 2-104) ფოტო გადაიღო. ახლა, თავისი 29-ე დაბადების დღის აღსანიშნავად (1990 წ. 24 აპრილი), “ჰაბლ”-მა ამ ნისლეულის კიდევ ერთი ფოტო გამოაგზავნა.
სამხრეთის კობორჩხალას ნისლეულამდე მანძილი 7000 სინათლის წელია. ის, რაც კიბორჩხალას მარწუხებს ჰგავს, ნისლეულის ცენტრში მდებარე ვარასკვლავთა წყვილისგან გამობერილი გაზისა და მტვრის ბუშტებია. ერთი ვარსკვლავი წითელი გიგანტია, მეორე – თეთრი ჯუჯა. სავარაუდოდ, ათასეულობით წლის განმავლობაში, წითელი გიგანტი გაზით ამარაგებს თეთრ ჯუჯას, რომელიც გარკვული მასის მიღწევის მერე ფეთქდება და ამ გაზს კოსმოსში აფრქვევს (თეთრი ჯუჯას გარდაქმნა ახალ ვარსკვლავად ”რეალურ დროში”; ენერგიული პულსარი კიბოსმაგვარ ნისლეულში).