სამყაროს პირველი მოლეკულები

 სამყაროს პირველი ელემენტები, რომლებიც დიდი აფეთქების მერე გაჩნდა, წყალბადი და ჰელიუმია (ლითიუმის კვალი), სხვა დანარჩენი კი მოგვიანებით, ვრსკვლავების თერმობირთვულ ”ღუმელში” წარმოიქმნა. და რა იყო სამყაროს პირველი მოლეკულა? მეცნიერები თვლიდნენ, რომ ეს იყო ჰელიუმის ჰიდრიდი. ამ მომენტამდე მოუხელთებელი პირველი მოლეკულა, დედამიწიდან 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნისლეულ NGC 7027-ში, ერთად-ერთი და განუმეორებელი სტრატოსფერული ობსერვატორიის, SOFIA-ს საშუალებით აღმოაჩინეს. 

 ეს აღმოჩენა, NASA-ს ახალი ტექნოლოგიების ძლევამოსილებაზეც მეტყველებს. კოსმოსური ტელესკოპებისგან განსხვავბეით, SOFIA ყოველი გაფრენის მერე უკან ბდუნდება და მასზე ახალი ინსტრუმენტების დაყენებაა შესაძლებელი. სწორედ ტერაჰრცული სიხშირის ახალი მიმღებით (GREAT) მოხერხდა ჰელიუმის ჰიდრიდის აღმოჩენა. ამ მოლეკულის სიხშირეზე აწყობის მერე, ის NGC 7027-ში იქნა შემჩნეული, რომელიც იქ 1907 წლიდან ეგულებოდაქთ, უბრალოდ, საჭირო ინსტრუმენტი არ არსებობდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.