მესიე 15-ის ასაკი 13 მილირდი წელია. ის ერთ-ერთია, დაახლობით 170 სფერული ვარსკვლავთგროვიდან, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ფორმირების დროს ჩამოყალიბდა და ახლაც ირმის ნახტომის ჰალოში მოძრაობს. პეგასის თანავარსკვლავედში მდებარე 200 სინათლის წლის ზომის გროვამდე მანძილი 35 ათასი სინათლის წელია.
ეს ანიმაცია, ვარსკვლავთა მდებარეობის, ელვარებისა და ფერის დიდი სიზუსტით გაზომვებზე დაყრდნობით შეიქმნა. მონაცემთა მასივი, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა მასკანირებელი კოსმოსური ობსერვატორიის, ”გაია”-ს საშუალებით იქნა მიღებული, რომელმაც ირმის ნახტომის 1,3 მილიარდამდე ვარსკვლავის პარალაქსი, შესაბამისად, მანძილები დაადგინა. M15 ასევე შეიცავს პლანეტურ ნისლეულს – Pis 1 (PN Ps 1), ჩანს სურათზე, როგორც პატარა ლურჯი ლაქა ქვემოთ და ცენტრიდან მარჯვნივ. გროვის ცენტრში არის ზემასიური შავი ხვრელიც, რაც “ჰაბლის” დახმარებით ცენტრთან ახლოს მდებარე ვარსკვლავების სიჩქარეთა გაზომვით დადგინდა. გამოსახულებაზე ნაჩვენები მოციმციმე წერტილები, ქნარის RR-ის ტიპის ვარსკვლავებია M15-ში. ეს ევოლუციონირებული ვარსკვლავებია, ცვალებადი მნათობები პულსაციათა მცირე პერიოდებით, რომელთა პულსაციის პერიოდი და ელვარების ცვლილება კავშირშია (ქართველი ასტრო ფოტოგრაფის მიერ გადაღებული M15).