ნასას ავტომატური კოსმოსური აპარატი “ჯუნო”, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის გარშემო წაგრძელებულ ობიტაზე მოძრაობას აგრძელებს, პერიოდით 53 დღე. ყოველ მიახლოებაზე, აპარატი პლანეტის ღრუბელთა მწვერვალების სხვადასხვა ნაწილებს გადაუფრენს ხოლმე. ეს ვიდეო, რომელიც გაძლიერებული ფერებით არის წარმოდგენილი, 21 ფოტოსგან შეიქმნა, რომლებიც კამერა JunoCam-მა გადაიღო. ფილმის ხანგრძლივობისგან განსხვავებით, ფრენა 125-ჯერ მეტს ხანს გრძელდებოდა. მიახლოება ჩრდილოეთის მხრიდან იწყება. მაქსიმალურად მიახლოებისას – 3500 კმ. ღრუბლებიდან, კამერამ ამ გიგანტის ხედები დეტალურად წარმოგვიდგინა. “ჯუნო” ნათელი და ბნელი ზონების თავზე მოძრაობდა, ასევე უამრავი ხვეულის თავზე, რომელთა მეტი ნაწილი დედამიწისეულ ქარიშხლებზე დიდია. მანძილის ზრდასთან ერთდ, კადრში დელფინის ფორმის ღრუბელი შემოდის, ჩნდება სამხრეთ პოლუსის უჩეულო ფორმის ღრუბლებიც. საჭირო მონაცემების მისაღებად, “ჯუნო” ძალიან ახლოს მიდის გიგანტთან, რის გამოც მასზე არსებული მოწყობილობა ძლიერი რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ექცევა (იუპიტერი; კიდევ “ჯუნო“-ს შესახებ).
“ჯუნო”- მეთექვსმეტე მიახლოება იუპიტერთან
Posted by