ეს რომელი პლანეტაა? – დედამიწა. წარმოდგენილი ფოტო ხელოვნურ ფერებში გვიჩვენებს თუ როგორ გამოიყურება დედამიწა ულტრაიისფერ დიაპაზონში. ისტორიული ფოტო, ადამიანის მიერ შექმნილმა ერთად-ერთმა ობსერვატორიამ გადაიღო, რომელიც მთვარეზე მდებარეობს. დედამიწის ატმოსფეროში ულტრაიისფერი გამოსხივების მცირე ნაწილი გადის, თუმცა, მზით დამწვრობის გამოწვევა მასაც შეუძლია(მზის სხივები – გავირუჯოთ სწორად). მზისკენ მიბრუნებული დედამიწის ერთი ნაწილი, ულტრაიისფერის დიდ ნაწილს ირეკლავს, თუმცა უფრო საინტერესოა მეორე, ბნელი მხარე. ულტრაიისფერი გამოსხივების ზოლები მასზე, პოლარული ნათების შედეგია, რომელიც მზიდან ამოფრქვეული ნაწილაკების მიერ არის გამოწვეული. პოლარული ნათება ულტრაიისფერ დიაპაზონში სხვა პლანეტებზეც დაიმზირება – მარსი, სატრუნი, იუპიტერი და ურანი.
ულტრაიისფერი დედამიწა
Posted by