თუ ამ ვარსკვლავს ბინოკლით წლის განმავლობაში დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ის ელვარებას იცვლის. ცვალებადი ვარსკვლავი მერწყულის R, ჯერადი ვარსკვლავური სისტემაა, ორი ახლოს მდებარე ვარსკვლავის სიმბიოზური კავშირი. 710 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემა, საერთო მასათა ცენტრის გარშემო მბრუნავი ცივი წითელი გიგანტისა და ცხელი, მკვრივი თეთრი ჯუჯასგან შედგება. სისტემის ხილული გამოსხივების მეტი წილი წითელ გიგანტზე მოდის, რომელიც მირას ტიპის ხანგრძლივპერიოდიან ცვალებად ვარსკვლავს წარმოადგენს. გიგანტური ვარსკვლავის გარსის შემადგენელი გაზი თეთრ ჯუჯაზე ილექება, რაც პერიოდულ თერმობირთვულ აფეთქებებს იწვევს(თეთრი ჯუჯას გარდაქმნა ახალ ვარსკვლავად ”რეალურ დროში”), მატერიის გატყორცნით კოსმოსურ სივრცეში. ”ჰაბლით” გადაღებული ფოტო იმ აფეთქებით გაფართოებადი გაზის რკალს გვიჩვენებს, რომლის დამზერა კაცობრიობას 1770-იანი წლების დასაწყისში შეეძლო. მერწყულის R-ს სისტემაში მაღალი ენერგიის მქონე გამოსხივების წარმომქმნელი ნაკლებად გასაგები მძლავრი მოვლენების ევოლუციას 2000 წლიდან ”ჩანდრა” უთვალთვალებს.
სიმბიოზური ვარსკვლავი მერწყულის R
Posted by