კალიფორნიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგიური ქიმიის პროფესორი, რაკეშ მოგული, სტერილურ პირობებში კოსმოსური მოწყობილობის დაბინძურების მიზეზს იკვლევს (Astrobiology). ნასას სუფთა ოთახებში, პლანეტათა დაცვისთვის საჭირო მეთოდები მუშავდება და ინეგრება, კოსმოსური აპარატების ბიოლოგიური დაბინძურების მინიმუმამდე დასაყვანად.
დასუფთავების ხანგრძლივი პროცედურების მიუხედავად, მოლეკულურ-გენტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ კოსმოსური აპარატების მიკროფლორა მაინც მარავალფეროვანია – ბაქტერიები, არქეები და სოკოები. ბაქტერია Acinetobacter, ხსენებული მიკროფლორის დომინანტია. მეცნიერებმა მისი რამდენიმე შტამი გამოიკვლიეს, რომლებიც Mars Odyssey (“მარს ოდისი”) და Phoenix (“ფინექსი”)-ზეც იქნა აღმოჩენილი.
გაირკვა, რომ საკვები ნივითიერებების სიმცირისას, შესწვალილ შტამთა უმრავლესობა კოსმოსური აპარატების აწყობისას გამოყენებული გამწმენდი საშუალებების ბიოდაშლას ახდენდა. საცდელ შტამებს, ასევე, იზოპროპილის სპირტისა და Kleenol 30-ის დაშლაც შეუძლია, წმენდისთვის გამოყენებული კიდევ ორი საშუალების, რომლებიც მიკროფლორისთვის აუცილებელ ენერგიის წყაროდ შეიძლება გადაიქცეს.
ამ კვლევიდან გამომდინარე, რა შეიძლება დავასკვნათ? უკეთესი დაცვისთვის, წმენდის უფრო მკაცრი პროცედურების ჩატარებაა საჭირო, ასევე კოსმოსურ აპარატებთან თავსებადი ახალი რეაგენტების შექმნა, რათა რაკეტებზე ამხედრებული დედამიწელი ბაქტერიებით მთელი გალაქტიკა არ დავანაგვიანოთ (სიცოცხლე).