ამ ფოტოზე, რომელიც 2010 წელს ავტომატურმა მარსმავალმა ”ოპორტუნიტიმ” გადაიღო, კრატერი ინთრეპიდია აღბეჭდილი – ციურ სხეულთან შეჯახების 20 მეტრიანი კვალი(ასტროჭრილობები). ბუნებრივ ფერებში წარმოდგენილი ფოტო(რატომ ღებავს ნასა თავის ფოტოებს არაბუნებრივი ფერებით?; კოსმოსის ფერადი სურათები “ყალბი” არ არის – თუ ასე ფიქრობთ, ძალიან ცდებით), ჰორიზონტალურად არის შეკუმშული, რათა მისი ფართოკუთხიანი პანორამა უკეთ გამოჩნდეს. კრატერს იმ მოდულის სახელი აქვს, რომელმაც 49 წლის წინათ ”აპოლონ-12”-ის ეკიპაჟი გადაიყვანა მთვარეზე. ინთრეპიდის(უშიშარი) იქეთ, მარსის ჟანგიანი უდაბნოს ნაწილი ჩანს. ჰორიზონტზე კი კრეატერ ენდევორის მწვერვალია აზიდული. ”ოპორტუნიტი” მარსის კვლევას აგრძელებს და წითელ პლანეტაზე მისი ყოფნის დრომ უკვე 5000 მარსულ დღეს გადააჭარბა(”ოპორტუნიტი”(ხელსაყრელი შემთხვევა, შესაძლებლობა); პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები).
კრატერი ინთრეპიდი მარსზე
Posted by