რუსეთის სარაკეტო კორპორაციის ბალისტიკის(РКК Энергия) განყოფილების(”როსკოსმოსის” ნაწილია) უფროსის მოადგილე, რაფაილ მურტაზინი, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის განადგურების მიმდევრობის პროგნოზირებას ახდენს(lenta.ru).
ექსპერტის ვარაუდით, სადგურის ვარდნისას დაახლოებით 120 ტონამდე დაუწვავი ფრაგმენტი ჩამოცვივდება დედამიწაზე(სკს მთლიანი მასა – 450 ტონა), 50 გრამიდან 100 კილოგრამამდე თითოეული. დაახლოებით ასეთი მასის ნარჩენები ჩამოცვივდა სადგური ”მირის”(130 ტონა) განადგურებისას.
სკს-ს ორბიტის დაწევასთან ერთდ, რომელიც 400 კილომეტრის სიმაღლიდან დაიწყება, რამდენიმე წერტილი შეიძლება გამოიყოს. 333 კილომეტრის სიმაღლეზე სადგურს ასტრონავტები დატოვებენ, 279-ზე კი სკს უკან დაბრუნების შეუძლებლობის წერტილს მიაღწევს. მისი ბუნებრივი ვარდნის კომპენსირება საწვავითაც ვეღარ მოხერხდება.
110 კილომეტრის სიმაღლეზე მზის პანელები და რადიატორები მოძვრება, 105-ზე მოდულებად დაიშლება, მოდულები კი 70-75 კილომეტრზე დაიწყებს დაშლას. ნამსხვრევები წყნარი ოკეანის არსანავიგაციო ნაწილში ჩაცვივდება(კოსმოსური ხომალდების სასაფლაო…).
ორბიტიდან სკს-ს ჩამოსაგდებად 4250-7450 კილოგრამამდე საწვავი იქნება საჭირო. დამუხრუჭებისთვის ძრავებთან ერთად მზის პანელებსაც გამოიყენებენ, რომელთაც იალქნის ეფექტის მაქსიმალურად გასაძლიერებელი კუთხით მიაბრუნებენ.
სკს-ს ექსპლუატაცია, რომლის პირველი მოდული ორბიტაზე 1998 წელს იქნა გატანილი, მინიმუმ 2024 წლამდე გაგრძელდება. შეიძლება 2028-მდეც გაგრძელდეს ან მოხდეს მისი კომერციალიზაცია. ამ პროექტის ნაცვლად, საერთაშორისო თანამშრომლობით, მთვარის ორბიტაზე მოძრავი სადგურის აშენება იგეგმება DSG(Deep Space Gateway).