ყველა სავსე მთვარე ერთნაირია? არა. მცირე განსხვავებების დასანახავად, სავსე მთვარეების ამ 12 ფოტოს დააკვირდით. პაკისტანში გადაღებული ყველა სავსე მთვარეობების მიმდევრობა, ერთ მასშტაბშია წარმოდგენილი, ამიტომ ხილული ზომის ცვლილება არა ილუზორულია(მთვარის ილუზია), არამედ ნამდვილი. ეს ცვლილებები მთვარის ელიფსური ორბიტით არის გამოწვეული. ბნელი ჩრდილი მთვარის ქვედა ნაწილში, 2017 წლის აგვისტოს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა, ეს დედამიწის ჩრდილია(ე.წ. უმბრა). ზოგიერთ ფოტოზე ფერები გაძლიერებულია. შეიმჩნევა ზედაპირული ცვლილებებიც, გამოწვეული მთვარის რხევებით ორბიტაზე მოძრაობისას, ე.წ. ლიბრაცია(სავსე მთვარე).
სავსე მთვარეების წელიწადი
Posted by