NASA აპირებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (შემდგომში – სკს) დამაგრებული გასაშლელი საცხოვრებელი მოდული(space.com) – BEAM, თავიდან დაგეგმილ ორ წელზე გაცილებით უფრო მეტ ხანს დატოვოს. ამის შესახებ სააგენტომ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა.
NASA–ს შესყიდვების სააგენტო Bigelow Aerospace–თან კონტრაქტს გააგძელებს და 2018 ფინანსური წლის დასაწყისში ნათელი გახდება, თუ დაგეგმილი ორი წელიწადის გარდა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება BEAM–ის საცხოვრებელი მოდული სკს–ზე, იქ მაცხოვრებელი ასტრონავტების გულის გასახარად. წინასწარი გათვლებით – დამატებით კიდევ ორი წელიწადი.
მოდული, 2016 წლის აპრილში გაუშვეს და სკს–ს დაკეცილ მდგომარეობაში მიამაგრეს, სადაც სრულ მოცულობამდე გაშლას თვენახევარი მოანდომა. NASA–ს პირველადი გეგმის მიხედვით, BEAM–ის ექსპლუატაციის ვადა ორი წელი იყო, და ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებს მისი საინჟინრო–ტექნოლოგიური და საცხოვრებელი პოტენციალი უნდა შეემოწმებინათ(სკს–ს ყველა დანარჩენი მოდულის კორპუსი ალუმინის შენადნობებისაგან შედგება). NASA–ს მეცნიერებს განსაკუთრებით ის აინტერესებთ, გამოდგება თუ არა გასაშლელი მოდულები მომავალში დიდი ზომის დამოუკიდებელი კოსმოსური საცხოვრებელი კონსტრუქციების ასაგებად. ახლა კი, იმის ნაცვლად, რომ ორ წელიწადში ჩამოხსნან და ატმოსფეროში დასაწვავად დაუშვან, BEAM–ს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცდიან(სურათები: An Inflatable Space Room: BEAM in Pictures).(ვიდეო).
Bigelow Aerospace–ის გასაშლელი მოდული BEAM მზადაა 2018 წლისთვის სკს–ს საცხოვრებელი სივრცის ნაწილის სრულუფლებიანი სტატუსი მოიპოვოს. თუმცა მანამდე მას 100 სატვირთო ჩანთის (ერთი კოსმოსური ტრანსფერის სტანდარტი) შესანახად გამოიყენებენ, რაც კვლევების ჩასატარებლად განკუთვნილი მოდულების საერთო სივრცის დაახლოებით მეოთხედს გამოათავისუფლებს.
საცხოვრებელ სივრცედ გადაქცევამდე მოდულმა NASA–ს ჯერ კიდევ უნდა ჩააბაროს რადიაციისაგან და კოსმოსური ნაგავისაგან დაცვის ეფექტურობის გამოცდა, რისთვისაც იქ ასტრონავდები უკვე 13–ჯერ იმყოფებოდნენ.
მოდული BEAM კომპანია Bigelow Aerospace–ის მიერ შემუშავებული, გაცილებით უფრო დიდი ზომების გასაშლელი მოდულების B 330 და BА 330 პროტოტიპია. როგორც Bigelow Aerospace–ის წარმომადგენლები აცხადებენ – ორი B 330 მოდული 2020 წლისთვის უკვე მზად იქნება კოსმოსში გასატანად და გამოსაცდელად(eady for launch in 2020).(ვიდეო).
აღსანიშანვია, რომ NASA–ს, სკს–ზე, კერძო კომპანიებისთვის გამოყოფილი მხოლოდ ერთი პორტი აქვს – სწორედ ის, სადაც ახლა BEAM არის მიმაგრებული, ხოლო სხვა, დამატებითი პორტების გამოყოფა არა მარტო ტექნიკურ, არამედ – იურიდიულ და კომერციულ კონფლიქტებსაც კი გამოიწვევს – საკუთარი საცდელი სკს მოდულები უკვე მოამზადეს ისეთმა კერძო კოსმოსურმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Axiom Space, Ixion (include Axiom Space and Ixion), NanoRacks, Space Systems Loral და United Launch Alliance(შეუძლია თუ არა მილიარდერ რობერტ ბიგელოუს, კოსმოსი ადამიანების საცხოვრებელ გარემოდ აქციოს?).