მარსული წყალი ისევ დაცოტავდა…

 ღრმა ღარები, რომლებიც დამშრალი ნაკადულების კალაპოტებად იყო მიჩნეული,(„ცნობისმოყვარეობამ“ დამშრალი ნაკადულის კალაპოტი აღმოაჩინა) მშრალი ყინულის დნობით შეიძლება იყოს გაჩენილი(nature.com).

 ”მარსის ატმოსფეროს 95% ნახშირორჟანგისგან შედგება. ჩვენ კი თიტქმის არაფერი ვიცით, თუ რა ურთიერთქმედება არსებობს მასა და პლანეტის ზედაპირს შორის. მარსზე სეზონების ცვლილებასთან ერთად, ნახშირმჟავა გაზი ხან იყინება, ხან ორთქლდება. საინტერესოა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ პროცესმა მარსის ლანდშაფტზე” – ამბობს ლორენ მაკკეუენი(სამების უნივერსიტეტი, დუბლინი, ირლანდია).

 დიდი არხებისა და კანიონების გარდა, მარსზე უამრავი მცირე ზომის ღრმულები და ხევებია, რომელთა პერიოდულ გაჩენა-გაქრობას MRO(მარსის ორბიტული მზვერავები) მუდმივად ხედავს.

 ამ ხევების ფერისა და ფორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მათი ფორმირება არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ხდებოდა, უკანასკნელი რამდენიმე მილიონი წლის წინ, რაც თანამედროვე მარსზე წყლის დიდი მარაგის არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს. სხვა მეცნიერების აზრით, ეს სტრუქტურები გაყინული ნახშირმჟავას ყინულების ფორმირებასა და გადნობას შეეძლო წარმოექმნა. ამის სასარგებლოდ ერთბაშად რამდენიმე ფაქტი მეტყველებს – ასეთი ხევების ქვედა ნაწილისა და ბნელი ზოლების უჩვეულო ფორმა, ასევე წყლის მნიშვნელოვანი მარაგების არ არსებობა მათ შიგნით(პლანეტოლოგებმა მარსის თბილი და ნოტიო წარსული უარყვეს).

 მაკკეუენმა და მისმა კოლეგებმა ამ სადაო საკითხის გადწყვეტა, ლაბორატორიულ პირობებში ამ ხევებისა და ზოლების ”მშარლი” ფორმირების პროცესთა გამოერებით გადაწყვიტეს. ამისათვის მათ მარსული დიუნის(ქვიშის ბორცვი – NASA-მ მარსული დიუნების მოძრაობა დააფიქსირა) ფიზიკური მოდელი შექმნეს და მასზე ნახშირორჟანგის ზემოქმედებას დააკვირდნენ.

 მოდელირებული დიუნის ფერდობზე მშრალი ყინულის მოთავსებითა და ტემპერატურის მატებით, რაც მარსიული გაზაფხულის იმიტირებას ახდენდა, ყინულის ნაჭერი თავისით ცურდება ქვემოთ და ღარს აჩენს. ”ყინულისა და ზედაპირის ტემპერატურა განსხვავებულია, რის გამოც ყინულის ქვეშ თავისებური გაზის ბალიში ჩნდება, რაც მას ”ლევიტირებისა” და ჩამოცურების საშუალებას აძლევს, როგორც მინი-ჰოკეის ”შაიბა” მაგიდაზე. ფერდობის ქვედა ნაწიალმდე მისვლის მერე, ყინული გრუნტში ეფლობა და უკვლოდ ქრება” – ამბობს მაკკეუენი. ეს ღრმული ზოგჯერ ისე სწრაფად ჩნდება, რომ ყინულის ლოდი მასში მთლიანად იძირებოდა, ქვიშისა და მტვრის შადრევანის ამოფრქვევით, რომლებიც ნახშირორჟანგის ჭავლებთან ერთად მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროში ხვდება(მარსის ატმოსფეროს ხვედრი). ამ შადრევნებისგან გაჩენილი ღრმულები, როგორც ირლანდიელი ასტრონომი მაბობს, მარსზე აღმოჩენილ ყველა ხეობასთან დაიმზირება.

 გამოთვლები გვიჩვენებს, რომ მცირე ზომის ყინულებსაც კი შეუძლია ფართო და ღრმა არხების გაჩენა, რომელთა სიგანე 1-20 მეტრს შეიძლება აღწევდეს. უახლოეს მომავალში, პლანეტოლოგები ამ ვერსიას შეამოწმებენ, მარსზე ახალი არხების გაჩენაზე დაკვირვებით(მარსის წყლიანი წარსულის საიდუმლოყველაფერი, რაც მარსული წყლის შესახებ გაინტერესებდათ: ამ წყლის დალევა არ შეიძლება!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.