სამნაწილიანი ნისლეული, იგივე მესე 20, დედამიწას 50 00 სინათლის წლით არის დაშორებული. კოსმოსური კონტრასტების კვლევისთვის, ფერადი ნისლეულები საუკეთესო ობიექტებია. 1 გრადუსის ზომის სივრცის მომცველ ფართოკუთხიან ფოტოზე ის ღია ვარსკვლავთგროვასთან მეზობლობს – მესე 21 (მარცხნივ, ზემოთ). მტვრის ზოლებით გაყოფილი სამნაწილიანი ნისლეულის ზომა დაახლოებით 40 სინათლის წელია, ასაკი – 300 ათასი წელი. ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახალგაზრდა ვარსკვლავთ წარმომაქმნელი რეგიონია ჩვენი ცის თაღზე. ახალდაბადებული ვარსკვლავები და მათი ჩანასახები მტვრისა და გაზის ღრუბლებშია ჩაძირული. M21-მდე მანძილი, დაახლოებით, M20-მდე მანძილის ტოლი აღმოჩნდა. ამ შთამბეჭდავ პეიზაჟზე ისინი ერთად ჩანს, თუმცა მათ შორის რაიმე შესამჩნევი კავშირი არ არსებობს. M21-ის ვარსკვლავების ასაკიც გაცილებით დიდია – 8 მილიონი წელი. ორივე ობიექტის დანახვა მცირე სიმძლავრის ტელესკოპითაც შეგიძლიათ, ნისლეულებით მდიდარ მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ეს შედგენილი გამოსახულება 2 ტელესკოპით არის მიღებული. ვიწრიზოლიანი ფილტრების გამოყენებითა და მაღალი გარჩევადობით გადაღებული М20-ის გამოსახულება, ფართოკუთხიან გამოსახულებასთან არის გაერთიანებული, რომელზეც М21-იც არის მოხვედრილი (დავით დვალის მიერ გადაღბული M20).
მესიე 20 და 21
Posted by