ბნელი მატერიის სიგნალი ანდრომედას ცენტრიდან

 კოსმოსური გამა-ტელესკოპი ”ფერმი”, ჩვენი მეზობელი გალქტიკის ცენტრიდან მომავალ უჩვეულო სიგნალებს ხედავს, რომლებიც ამ ადგილზე კონცენტრირებულ ბნელ მატერიაზე შეიძლება მიუთითებდეს. აღსანიშანავია, რომ მსგავსი სიგნალები ”ფერმიმ”, ჩვენი გალაქატიკის ცენტრშიც დააფიქსირა(ბნელი მატერია და უცნობი ტიპის ფუნდამენტური ურთიერთქმედება).

 გამა-გამოსხივება, ყველაზე უფრო მაღალი ენერგიის მქონე ფოტონების ნაკადია, რომელიც სამყაროში მიმდინარე ყველაზე უფრო მაღალენერგიული პროცესების შედეგად ჩნდება. საერთო გამა-ფონი, ჩვეულებრივ, ვარსკვლავთშორის ღრუბლებთან, კოსმოსური სხივების(მაღალენერგიული დამუხტული ნაწილაკები) შეჯახებით წარმოიქმნება.

”ფერმის” საშუალებით მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ანდრომედას(M31) გამა-გამოსხივება არა გადღაბნილი სახით არის წარმოდგენილი გალაქტიკის მთელ მოცულობაზე, არამედ მის ცენტრალურ ნაწილშია კონცენტრირებული. ეს ფენომენი, ცენტრთან ახლოს არსებული უცნობი გამა-წყაროებით შეიძლება აიხსნას, ერთ-ერთი მათგანი კი ბნელი მატერიის გროვაც შეიძლება იყოს(ბნელი მატერიის ანიჰილაციის ”ხელმოწერა”).

 შედარებით ნაკლებად ეგზოტიკური ვარიანტიც არსებობს ამ მოვლენის ახსნისა, მაგალითად, იქ თავმოყრილი უამრავი პულსარიც იგივე სურათს მოგვცემდა. პულსარები, წრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია, მზეზე ცოტა მეტი მასითა(ზედა ზღვარი დადგენილი არ არის, მას ოპენჰაიმერვოლკოვისეული ზღვარი ეწოდება – 1,5-3,0 მზის მასა) და 10-20 კილომეტრიანი რადიუსით, ანუ ძალიან მაღალი სიმკვრივე აქვთ. ზოგიერთი პულსარი, თავის ენერგიას გამა-გამოსხივებით კარგავს, მაგრამ ანდრომედას გალაქტიკამდე(გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა) არსებული დიდი მანძილის გამო(2,4 მლნ.ს.წ.), ცალკეული პულსარების გამოყოფა შეუძლებელია.

 მას მერე, რაც ანდრომედასა და ირმის ნახტომის ცენტრებიდან მომავალ გამა-გამოსხივებაში, ”ფერმიმ” იდენტური ”ხელმოწერები” აღმოაჩინა, მეცნიერები ამ ორი ერთმანეთის მსგავსი ასტრონომიული ობიექტების(ორივე სპირალური გალქტიკაა, განსხვავება, მხოლოდ ზომებშია) ზოგიერთი საიდუმლოს ამოხსნას შეეცდებიან. მიუხედავად ამისა, ანდრომედა ნაკლლები რაოდენობის გამა-სხივებს უშვებს თავის დისკოდან, რაც ამ გამოსხივების გაჩენის განსხვავებულ მექანიზმზე მეტყველებს.

 უჩვეულო მოვლენათა გაჩენის ზუსტი მიზეზების დასადგენად, რომლებიც გამა-გამოსხივების წარმოქმნას უკავშირდება, მენციერებს უამრავი დამატებითი დაკვირვებების ჩატარება მოუწევთ. რაც არ უნდა იყოს, ახალი აღმოჩენა, ბნელი მატერიის შესწავლისა და განზოგადებული მოდელის შექმნისთვის გამოდგება, რომელიც ამ ორივე გალაქტიკის აღწერისთვის იქნება თავსებადი(ბნელი მატერიის ნაწილაკებისადმი კოლაიდერული მიდგომის ძიებაში).

httpv://www.youtube.com/watch?v=ocX3NTr_TE8

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.