რატომ ანათებს ცა წითლად? ეს, პოლარული ნათებაა. 2012 წლის მზიურმა ქარიშხლებმა(საშიში მზე), რომელთა წყაროსაც მზის ლაქების ჯგუფი 1402 წარმოადგენდა, დამუხტული ნაწილაკების ნაკადი შემოახვია დედამიწას და ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული ჟანგბადის ატომები აღაგზნო. ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას, ამ ატომთა ელექტრონები წითელ სინათლეს ასხივებენ. ატმოსფეროს ქვედა ფენების ჟანგბადის ატომების აგზნების შემთხვევაში, ნათება მწვანე იქნებოდა. ქალაქ ფლინდერსის, ავსტრალია, შტატი ვიქტორია, აქ წარმოდგენილ ღამის ცის ფოტოზე, შორეული კოსმოსის ობიექტებიც ჩანს: ირმის ნახტომის დისკო და მეზობელი ჯუჯა გალაქტიკები – მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოფილმიც. რატომ არ ჩანს მწვანე ნათებაც, გაურკვეველი რჩება(მთვარის დაბნელება და მანათობელი მტვერი; ფოტოზე – ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლარული ვარსკვლავები; ანტარესი; ელვარე კენტავრის ალფა; ტუკანი).
წითელი ციალი ავსტრალიის ცაში
Posted by