ადგილობრივი გალაქტიკური ჯგუფის გალქტიკათა წანაცვლებით შეშფოთებულმა ასტრონომებმა, ხანგრძლივი კვლევების მერე დასკვნეს, რომ ჩვენთვის უხილავი ზეგროვა, თავისკენ 50 კმ/წმ. სიჩქარით მიგვაქანებს(mnrasl.oxfordjournals.org).
მეცნიერთა აზრით, ჩვენი გალაქტიკა და მისი მეზობლები, დაახლოებით 50 გალაქტიკა(ინსტრუმენტებისა და დამზერის მეთოდების დახვეწსთან ერთად, მათი რაოდენობა მატულობს), უზარმაზარი უხილავი ობიექტისკენ მიიზიდება. ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ამ მოვლენაზე პასუხისმგებელი ობიექტიც აღმოაჩინა: გიგანტის შემჩნევა აქამდე ვერავინ შეძლო, რადგან ჩვენი გალაქტიკის დისკოს გაზურ-მტვროვანი ღრუბლები და ვარსკვლავების ნათება მის დანახვას ართულებდა(VSC – ზეგროვა იალქანში).
იალქნის თანავარსკვლავედის მიმართულებით, რომელზეც ირმის ნახტომის სიბრტყე გადის, მდებარე გალაქტიკების მომატებული კონცენტრაციაც იგივეზე მეტყველებს. სამხრეთაფრიკული დიდი ტელესკოპისა(10 მ.) და ბრიტანულ-ავსტრალიური ტელსკოპის – საიდინგ სფრინგი(3,9 მ.) საშუალებით, მეცნიერებმა, იალქნის თანავარსკვლავედის 4500 გალაქტიკის წითელი წანაცვლება გაზომეს, ირმის ნახტომის კიდის ორივე მხარეს და დაამტკიცეს, რომ გალაქტიკათა მომატებული კონცენტრაცია მართლაც არსებობს, დედამიწიდან 800 მილიონი სინათლის წლის მანძილზე(mnrasl.oxfordjournals.org).
ადგილობრივ გალაქტიკურ ჯგუფთან ახლოს მდებარე ყველაზე მძლავრ ”გრავიტაციულ გამწევად” შეფლის ზეგროვა(SC) ითვლებოდა, რომლისთვისაც ახლადაღმოჩენილი VSC, ერთგვარ ”სახლს” წარმოადგენს. იალქნის თანავარსკვლავედის(ზეახლის ნარჩენი იალქანში) გალაქტიკები, VSC-სკენ 50 კმ/წმ-ით მიქრიან, თუმცა სანერვიულო არაფერია, რადგან ამ გზის გავლას 5 ტრილიონი წელი დაჭირდება. ასეთი დროის გავლის მერე, კაცობრიობისთვის სულ ერთი იქნება, რა და როგორ მოხდება, რადგან აღარც ჩვენი მზე იარსებებს და აღარც ირმის ნახტომი(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა); საით და რა სიჩქარით მივქრით 2).