”სკიაპარელი”…

 მოგეხსენებათ, რომ რუსულ-ევროპული მისიის, ”ეგზომარსი 2016”, დასაშვებ მოდულთან – ”სკიაპარელი”, კონტაქტი 2016 წლის 19 ოქტომბერს დაიკარგა, მარსის ასტმოსფეროში ზებგერითი სიჩქარით შესვლიდან მალევე. ევროპის კოსმოსური ოპერაციების ცენტრის პეციალისტებმა(დარმშტადი, გერმანია. European Space Operations Centre, ESOC), სხვადსახვა აპარტებიდან მიღებული მონაცემები შეისწავლით, მეტრული დიპაზონის რადიოტელესკოპი(GMRT , ინდოეთი.მქუხარე HAT-P-11b), მარსის ორბიტაზე გასული, ამავე მისიის თანამგზავრი, რომელზეც ”სკიაპარელი” იყო მიმაგრებული – ”გაზების ორბიტული მკვლევარი”(TGO) და ”მარს ექსპრესი”, დაშვების მიმდევრობის აღდგენა მოხერხდა. საბოლოო წერტილი კი ამ გამოძიებაში ნასასეულმა ”მარსის ორბიტულმა მზვერავმა”(MRO) დასვა. MRO-ს მიერ გადაღებული ფოტო გვიჩვენებს, რომ 4 კილომეტრის სიმაღლიდან ვარდნილი ”სკიაპარელი” მარსის ზედაპირს შეეჯეხა და აფეთქდა. დაცემის ადგილზე, სახელად Meridiani Planum, ახალი კრატერი წარმოიქმნა(მარსის ორბიტალური მზვერავები).

 ტელემეტრიული მონაცემების მიხედვით, ”სკიაპარელიმ” დავალებათა მეტი ნაწილი წარმატებით შეასრულა. თუმცა, მაღალი ტემპერატურისგან დამცავი ფარის მოშორება და დამამუხრუჭებელი პარაშუტის გაშლა, დროზე ადრე მოხდა. ამის გამო, ზონდის რბილად დაჯდომის უზრუნველმყოფელი რეაქტიული ძრავები თავის ამოცანას ვერ გაუმკლავდა და ზონდი მაღალი სიჩქარით შეეჯახა ზედაპირს.

 2016 წლის 20 ოქტომბერს, MRO, სავარაუდო დაჯდომის ადგილის თავზე მოძრაობდა და დაბალი გარჩევადობის კამერის(CTX) საშუალებით, ამ ადგილის რამდენიმე ფოტო გადაიღო. ამ და ამავე წლის მაისში გადაღებულ ფოტოებზე აშკარა განსხვავებები შეიმჩნევა. პარაშუტი(ბნელი წერტილი, ზომით 15-40 მეტრი) და დამცავი ფარი, დაცემის წერტილიდან 1 კილომეტრით შორს, ჩრდილოეთით დაიმზირება. წარმოქმნილი ორმოს ზომის მიხედვით დადგინდა, რომ შეჯახების მომენტში ”სკიაპარელის” სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მეტი იყო. გარდა ამისა, დაცემის წერტილის თავისებურებები იმაზე მეტყველებს, რომ რეაქტიული ძრავებისთვის საჭირო საწვავის ავზები თითქმის სავსე იყო და დარტყმის დროს, დეტონირებით აფეთქდა.

 კატასტროფის გამომწვევი მიზეზების მეტი სიზუსტით დასადგენად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტები, მაღალი გარჩევადობის ფოტოების მიღებას მომავალი კვირისთვის გეგმავენ, რომლებიც MRO-ს მაღალი გარჩევადობის კამერამ(HiRISE – თხევადი წყალი ახლანდელ მარსზე) უნდა გადაიღოს.

 ევროპის კომსოსური კვლევების სააგენტოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტელემეტრიული მონაცემების სიმცირის მიუხედავად, მაინც შეძლებენ ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენასა და ”ეგზომარსის” ახალი მოდულის უსაფრთხო დაშვებისთვის საჭირო მოდერნიზირების ჩატარებას(პროექტი ExoMars).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.