სავსე მთვარის ამოსვლა მაუნა კეას ჩრდილში

 მთის მიღმა მთვარის დანახვა თუ არის შესაძლებელი? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, ფოტოზე კი დიდი ვულკანის ჩრდილზე ამოსულ მთვარეს ვხედავთ. ეს არის მთა მაუნა კეა, აშშ-ს კუთვნილ ჰავაიზე. აქ ხშირად იღებენ უნიკალურ ფოტოებს, რადგან ასტრონომიული დაკვირვებებისთვის საჭირო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე. მზე ახალი ჩასულია, საწინააღმდეგო მხარეს, ფოტოაპარატის უკან. მთვარემ ახლახანს გაიარა სავსემთვარეობის ფაზა. ის ვულკანის ჩრდილის სამკუთხა კონუსზე ამოდის, ბნელ დერეფანში, რომელიც დაშორებასთან ერთად, რკინიგზის რელსებივით თითქოსდა ერთ წერტილში ერთდება. მთვარე საკმაოდ დიდია და შორს მდებარეობს, ვულკანის ჩრდილი ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს მასზე. სინათლის გარდატეხის გამო, მთვარე ოდნავ ოვალური წარმოგვიდგება. წინა ხედზე, ვულკანის ადრინდელი ამოფრქვევებით წარმოქმნილი ფერფლის კონუსები დაიმზირება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.