ეს სიგნალი, რუსეთის მენციერებათა აკადემიის რადიოტეელსკოპმა(RATAN-600) ჯერ კიდევ 2015 წლის 15 მაისს მიიღო, ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარე სისტემიდან – HD164595.
მაღალი ინტენსიურობის, 27 მილიმეტრის ტალღის სიგრძის მქონე სიგნალი, მხოლოდ ერთჯერ იქნა რეგისტრირებული და მას მერე აღარ განმეორებულა.
ის, რომ სიგნალი არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შეიძლება იყოს გამოგზავნილი, ბლოგერმა და ასტრომოყვარულმა, პოლ ჰილსთერმა დაასკვნა და არა რუსმა მეცნიერებმა, რომლებმაც, რატომღაც ამ ფაქტის შესახებ ერთი წლის მერე განაცხდეს.
ვარსკვლავურმა სისტემამ HD164595, რომლამდე მანძილი 95 სინათლის წელია, მენციერთა ყურადღება აქამდეც მიიქცია. 2015 წელს იქ დიდი ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი, ე.წ. ”ცხელი ნეპტუნი”, რომელიც 16-ჯერ მასიურია დედამიწაზე და თავისი ვარსკვლავის გრშემო 40 დღიანი პერიოდით ბრუნავს.
SETI-ს გადაწყვეტილებით, ამ სისტემის მიმართულებით რადიოტელესკოპთა მასივი იქნება მიბრუნებული(”უცხოპლანეტელების მოძებნა თუ გვინდა, ჩვენი თავი მათ ადგილზე უნდა დავაყენოთ”).
მეცნიერთა შორის დაბნეულობას ამ სიგნალის მაღალი ინტენსიურობა იწვევს, თუ სისტემამდე მანძილსა და მის ყველა მიმართულებით გაშვებას გავითვალისწინებთ(ყველასთვის შესამჩნევად). დედამიწელებს ასეთი სიგნალის გენერირება არ შეუძლიათ. ყველაფერი გამარტივდება, თუ სიგნალი ერთი მიმართულებით გაიგზავნება.
ანუ რა გამოდის, უბრალოდ გაგვიმართლა ან გამომგზავნელებმა იცოდნენ, თუ საით უნდა მიემართათ თავიანთი გადამცემი! ითვლება, რომ ასეთი სიგნალი, მხოლოდ ისეთმა ცივილიზაციამ შეიძლება გააგზავნოს, რომელიც თავისი ვარსკვლავის ენერგიას მთლიანად იყენებს(უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…).
27 სექტემბერს, გვადალახარაში(მექსიკა) SETI-ის ყოველწლიური სხდომა ჩატარდება(საერთაშორისო ასტრონომიულ საზოგადოებასთან ერთად), რომელზეც ამ უკვე ნახევარი წლის სიგნალსაც განიხილავენ. ყველა იზიარებს იმ მოსაზერებას, რომ ეს არ არის შეცდომა ან რაიმე რადიოხარვეზი. მანამდე, ეს საქმეც მსგავსი გამოცანების არქივში წავა, სადაც რამდენიმე სხვაც არის და თავის დროს ელოდება…( WOW და სხვა სიგნალები…; ისევ იდუმალი სიგნალები; ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავთან ცივილზაციის არსებობა დაუშვეს).