ვოინიჩის ხელნაწერის საიდუმლო

 ერთ-ერთი ესპანური საგამომცემლო კომპანია, ვოინიჩის ხელნაწერის 898 ზუსტ ასლს გააკეთებს, რათა ყველა მეცნიერს ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ეს გაშიფვრას დაუმორჩილებელი ხელნაწერი შისწავლოს(Daily Mail).

უცნობ ენაზე დაწერილი ძველი წიგნის სახელი და ავტორი დაუდგენელია: რას მოგვითხრობს იგი და რატომ არის მასში ასე ბევრი ასტრონომიული ილუსტრაცია? სავარაუდოდ, მეთხუთმეტე საუკუნეში დაწერილი 200 გვერდიანი წიგნი, 1912 წელს მისი ხელახლა აღმომჩენის სახელს ატარებს – ვოინიჩის ხელნაწერი. წარმოდგენილი ილუსტრაცია, მზესთან უნდა იყოს დაკავშირებული. წიგნში, ცის რამდენიმე ნაწილია ასახული, უცნობი თანავარსკვლავედებით მასზე. ასტრონომიის თანამედროვე ისტორიკოსების უუნარობა გაიგონ რა თანავარსკვლავედებზეა საუბარი, არც არის გასაკვირი, რადგან გაშიფვრის ექსპერტები ტექსტს ვერაფერს უხერხებენ. იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების კოლექციაში დაცული ექსპონატის ნომერია – MS 408(ძველი ცივილიზაციები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.