მზესთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე ვარსკვლავთან აღმოჩენილ ეგზოპლანეტაზე შეიძლება იყოს სიცოცხლე, რადგან ის თავისი ვარსკვლავის გარშემო სიცოცხლის არსებობისათვის თავსებად ზონაში მოძრაობს(პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?). შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა პლანეტაზე, რომელიც ლამის 5 სინათლის წლის იქეთ მდებარეობს? კი, ამბობენ მეცნიერები, თუ კენტავრელი უცხოპლანეტელები -ანათებენ.
ძალიან აქტიურ ვარსკვლავებთან არსებულ ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის არსებობის თეორიული შესაძლებლობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. წითელი ჯუჯების გარშემო, ისეთების, როგორიც კენტავრის პროქსიმაა, სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მოხვედრილი პლანეტები, დროდადრო, თავისი ვარსკვლავისგან ინტენსიურ ულტრაიისფერ გამოსხივებას იღებენ(უახლოესი ვარსკვლავი „ჰაბლმა“ გადაიღო).
კლდოვანი პლანეტები წითელ ჯუჯებთან იშვიათობას არ წარმოადგენს(სასიცოცხლო ზონა წითლ ჯუჯებთან). ბევრი მათგანი თავიანთი მზეებიდან ისეთი მანძილებით არის დისტანცირებული, რომელზეც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა არის შესაძლებელი – ანუ, სიცოცხლეც, ისეთი მაინც, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. თუმცა, წითელ ჯუჯებს ძლიერი ანთებები ახასიათებს, ზოგჯერ, პლანეტის მიერ მიღებული ულტრაიისფერი გამოსხივების დოზის რამდენიმეჯერ გაზრდით(წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეკზოპლანეტები).
ულტრაიისფერი გამოსხივება, დედამიწელი ცოცხალი არსებებისთვის დამღუპველია, რადგან მას გააჩნია ენერგია, რომელსაც დნმ-ს მოლეკულაში კავშირების დარღვევა შეუძლია(დნმ-მ ატმოსფეროში ექსტრემალურ ფრენას გაუძლო). ორგანიზმები, რომელთაც ამ გამოსხივებისგან დამატებითი დაცვა ჭირდება, მომაკვდინებელ სხივებს მიწის ქვეშ ან ოკეანის სიღრმეებში ემალება. მეცნიერთა აზრით, პირველი ორგანიზმებიც სწორედ წყლის სქელმა ფენამ გადაარჩინა(მიკრობი, რომელმაც სიცოცხლე კინაღამ გაანადგურა). ამ გამოსხივებისგან ბუნებრივი დაცვის ყველა მექანიზმი, პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს, გარეშე დამკვირვებლსითვის ძნელად შესამჩნევს ხდის.
გარდა ერთისა. მარჯნის ზოგიერთი სახეობა ამ გამოსხივებისგან მიღებულ ენერგიას, სხვა სიხშირის ბიოფლუროსცენტულ გამოსხივებად გარდაქმნის. თუ პროქსიმა b-ზე გავრცელებული ორგანიზმებიც იგივენაირად იცავენ თავს, მაშინ დედამიწიდან მათი დანახვა შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც პორტალ Arxiv.org.-ზე გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი(შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე ელვარე ვარსკვლავებთან?).