გეოდეზისტის ჩრდილი მთვარეზე

 1966 წლის 30 მაისს, მთვარისკენ გაშვებული “სურვეიორ-1” (Surveyor-1), დანიშნულების ადგილზე იმავე წლის 2 ივნისს მივიდა. იყო პირველი ამერიკული აპარატი, რომელმაც მთვარეზე რბილი დაჯდომა განახორციელა. შვიდი ასეთი ტიპის აპარატიდან, პირველის მიზანი იყო მთვარის ლანდშაფტის კვლევა აპოლონების პილოტირებული მისიებისთვის დასაშვები ადგილის შესარჩევად. ”სურვეიორ-1”-მა, 14 ივნისის მთვარის ღამის დადგომამდე დედამიწაზე 10 ათასზე მეტი ფოტო გადმოსცა. 13 ივლისის ღამემდე კი მის მიერ გადაღებული ფოტოების რაოდენობამ 11 ათასს მიაღწია. აპარატმა 1967 წლის 7 იანვრამდე იმუშავა. “მთვარის ორბიტული მზვერავის” (LRO) მიერ გადაღბულ ფოტოზე, ქარიშხლების ოკენეში დაშვებული ”სურვეიორ-1”, რომელიც ისევ იქ დგას, სადაც დაეშვა, გადღაბნილი წერტილის სახით წარმოგვიდგება. მთვარის შუადღის მერე, მზე დასავლეთ ჰორიზონტთან ახლოს იყო, რის გამოც 3,3 მეტრი სიმაღლის აპარატის ჩრდილის ზომა 15 მეტრს უტოლდებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.