ბრიტანელმა ასტრონომებმა(კემბრიჯი, ასტრონომიის ინსტიტუტი), ირმის ნახტომის ახალი თანამგზავრი აღმოაჩინს(arxiv.org).
ჯუჯა გალაქტიკა – Crater 2(ფიალა 2), დედამიწიდან 380 ათასი სინათლის წლის მანძილზე, თანავარსკვლავედის – ფიალა, მიმართულებით მდებარეობს და მზეზე 160 ათასჯერ მეტ სინათლეს ასხივებს. 7 ათასი სინათლის წლის დიამეტრის მქონე გალაქტიკა, ირმის ნახტომის, ზომით მეოთხე და ყველაზე შორს მდებარე ასეთი ტიპის მეზობელია.
ვარსკვლავების განაწილების დაბალი სიმკვრივით გამორჩეული, შეუიარაღებელი თვალით უხილავი ობიექტი, პროგრამა VST ATLAS-ის ჩარჩოებში ჩატარებული დამზერის ანალიზით იქნა აღმოჩენილი. მეცნიერთა ვარაუდით, Crater 2-თან ახლოს კიდევ ოთხი ობიექტი უნდა იყოს: სფერული ვარსკვლავთგროვა Crater(ფიალა) და სამი ჯუჯა გალაქტიკა(Leo(ლომი) II, Leo IV и Leo V).
1994 წელს აღმოჩენილი ჯუჯა გალაქტიკის – SagDEG(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ჩვენი გალაქტიკის სპირალური მკლავები კოსმოსური ავარიის შედეგად გაჩნდნენ), ზომა 10 ათასი სინათლის წელია, რომელიც მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ირმის ნახტომის ცენტრიდან 50 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. კიდევ ორი დიდი თანამგზავრი, ძველი დროიდან არის ცნობილი: მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები(ირმის ნახტომი ალყაშია; ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები; აქამდე უცნობი ჯუჯა გალაქტიკა ირმის ნახტომთან ახლოს).