კიდევ ერთი ახლო ეკზოპლანეტა მწვანე ზონაში

 გველისმჭერის თანავარსკვლავედში(1) მდებარე ეკზოპლანეტა Wolf 1061c, სხვა ორ ეკზოპალნეტასთან ერთად, წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, რომლამდე მანძილი 14 სინათლის წელია. დედამიწაზე ოთხჯერ მასიური პლანეტა, სიცოცხლის ჩასახვისათვის თავსებად ზონაში მოძრაობს(The Astrophysical Journal Letter).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=6fvikGMq0uQ

 ვარსკვლავის – Wolf 1061, გარშემო მბრუნავი სამი ეგზოპლანეტის პერიოდებია 4,9, 17,9 და 67,2 შესაბამისად, დედამიწაზე 1,4, 4,3 და 5,2-ჯერ მეტი მასებით. მათგან პირველი, ძალიან ცხელია იმისათვის, რომ მასზე სიცოცხლე გაჩნდეს, ხოლო უშორესი, კლდოვანია და სიცოცხლისათვის თავსებადი ზონის კიდეზე მდებარეობს.

wolf 1061c

 Wolf 1061-ის სისტემა, ლა-სილას ობსერვატორიის(ჩილე) 3,6 მეტრიან ტელესკოპზე დაყენებული სპექტროგრაფიდან – HARPS(2), მიღებული მონაცემების დამუშავების ახალი მეთოდით იქნა აღმოჩენილი.

 მეორე უახლოესი, მსგავსი მონაცემების ეკზოპლანეტა არის  Gliese 667Cc. დედამიწიდან 22 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო 28 დღე-ღამიანი პერიოდით ბრუნავს. Gliese 667Cc ჩვენს პლანეტაზე 4,5-ჯერ მასიურია(ე.წ. სუპერმიწა). ასეთი სიახლოვე, მათი ატმოსფეროების შესწავლის შანსს აძლევს მეცნიერებს(ეკზოპლანეტები; წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეკზოპლანეტები; რა დროა საჭირო დედამიწის მსგავს პლანეტამდე მისაღწევად?; გაუგებრობა კეპლერ-452b-სთან დაკავშირებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.