ევროპის სამხრეთული ობსერვატორია განცხადებას „უცხო-პლანეტებზე“ 12 სექტემბერს გააკეთებს

 

ESO.

პრესკონფერენცია ორშაბათს, დიდლის 10 საათზე ჩატარდება, რათა „შეგვატყობინოს ახალი შედეგების შესახებ ეკზოპლანეტების ძებნის საქმეში,“ განაცხადა ESO-მ მასობრივი ინფორმაციის წყაროებში.

მონაცემები მაღალი სიზუსტითაა მიღებული სპეციალური მოწყობილობით, რომელიც უფრო HARPS-ის სახელითაა ცნობილი. HARPS-ი ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში ერთ-ერთ ტელესკოპზე(3,6 მ.) დაყენებული სპექტროგრაფია(ჩილე).

HARPS.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:

ფრანჩესკო პეპე ჟენევის ობსერვატორიიდან, შვეიცარია.

ლიზა კალტენეგგერი მაქს პლანკის ინსტიტუტიდან, ჰაიდელბერგი, გერმანია.

მარკუს კისლერ-პატიტი და ჯო ლისკე, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია.

ლიზა კალტენეგგერი.

კისლერ-პატიტი ან ლისკე ისაუბრებენ ეკზოპლანეტების ძიების მომავალზე ყველაზე დიდი ტელეკოპის საშუალებით. ტელეკოპს მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მთავარი სარკე ექნება(39,3 მეტრი). მას ჩილეს მთებში, Cerro Armazones-ზე ააშენებენ, კვლევები კი მომდევნო ათწლეულში დაიწყება.

ESO-მ არ დააკონკრეტა თუ ზუსტად  რაზე ისაუბრებენ პეპე და კალტენეგგერი. ორივე მეცნიერი აქტიურ მონაწილეობას იღებენ პოტენციურად სიცოცხლისათვის შესაფერისი უცხო პლანეტების ძებნაში – პლანეტებისა, რომლებზეც შეიძლება იყოს თხევად მდგომარეობაში მყოფი წყალი.

ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მონაცემებით, დღევანდელი დღისთვის ასტრონომებმა 564 ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, 1000-ზე მეტი კანდიდატურიდან, რომელიც კოსმოსურმა ობსერვატორია „კეპლერმა“ აღმოაჩინა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *