დასპირტული კომეტა

 კომეტა ლოვჯოი C/2011 W3, შაქარსა და ალკოჰოლს აფრქვევს კოსმოსში. ეთილის სპირტის კვალი ფრანგმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს(Science).

 „დავადგინეთ, რომ ლოვჯოი ყოველ წამში იმდენ ალკოჰოლს გამოყოფს, რამდენიც 500 ღვინის ბოთლშია, ყოველ შემთხვევაში, აქტიურობის პიკის დროს მაინც“ – ამბობს ნიკოლა ბივე, პარიზის ობსერვატორიის თანამშრომელი.

 ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მას მერე მივიდნენ, რაც კომეტის ნათება მიკროტალღურ დიაპაზონში 30 მეტრიანი რადიოტელესკოპით – IRAM, შეისწავლეს(სერა-ნევადას მთები, ესპანეთი). მზის სინათლე, კომეტის ატმოსფეროში არსებულ მოლეკულებს განსაზღვრული დიაპაზონის ზემაღალ სიხშირეებზე გამოსხივებას აიძულებს. ყოველ მოლეკულას მისთვის დამახასიათებელი გამოსხივება აქვს(სპექტრი), რომლის დადგენა ტელესკოპის დეტექტორებით ხდება. დაკვირვებები 2015 წლის 13-26 იანვარს ჩატარდა, როცა კომეტასა და დედამიწას შორის მანძილი მინიმუმამდე შემცირდა. 2011 წელს კომეტამ C/2011 W3(ლოვჯოი), მზიდან 120 000 კილომეტრის მანძლზე გაიფრინა და მნათობის მილიონ გრადუსამდე გავარვარებულ გვირგვინში მოხვდა. მისი ბირთვის დამეტრი ნახევარ კილომეტრს უტოლდებოდა და სრულ აორთქლებას ამიტომაც გადაურჩა.

httpv://youtu.be/9H_SY05UNLU

 მთლიანობაში, ლოვჯოიდან ამოსულ გაზებში 21 ტიპის სხვადასხვა ორგანული მოლეკულები აღმოჩნდა, მათ შორის ეთილის სპირტი და გლიკოლალდეჰიდი(უმარტივესი ალდოშაქარი). მეცნიერების ვარაუდით, ეს ელემენტები იმ მყარი ნივთიერებების შემადგენელი ნაწილია, რომლებისგანაც პლანეტები წარმოიქმნება.

 კომეტები, მზის სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისის დროინდელი ობიექტებია. ამ ციური სხეულების უმრავლესობა სისტემის პერიფერიაზე მდებარეობს. მზით გამთბარი კომეტებიდან აორთქლებული გაზი, მათი შემადგენელის შესახაბ წარმოდგენის შექმნაში ეხმარება მეცნიერებს.

 „კომეტებში არსებული რთული ორგანული მოლეკულები იმ პირობების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ეპოქაში იყო“ – ამბობს ნაშრომის თანაავტორი დომინიკ ბოკლე-მორვანი. ახლა მეცნიერებმა უნდა გაარკვიონ, ეს ორგანული ნაერთები გიგანტური ვარსკვლავთშორისი მოლეკულური ღრუბლისგან გაჩნდა თუ ახალგაზრდა მზის გარშემო ფორმირებული პროტოპლანეტარული დისკოსგან(კომეტამ პერიჰელიუმი გაიარა და აყროლდა; ლოვჯოი;სპირტი უკანასკნელი 7,5 მილიარდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.