თომას ლინდალი(შვედეთი), ერთ-ერთი მათგანია, ვისაც 2015 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიაში(Associated Press). ლინდალს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა მის მიერ შესწავლილი მექანიზმი დნმ-ს რეპარაციისა(შეკეთება) დონემდე, რომელიც ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს მიანიჭებს. ნობელიანტმა უარყოფითი პასუხი გასცა, თან დასძინა, რომ საერთოდაც არ სჯერა უკვდავების.
”მარადიული სიცოცხლის არ მჯერა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კიბო და სხვა სერიოზული დაავადებები დნმ-ის დაზიანების შედეგად ჩნდება. ჩვენ ვცდილობთ მაქსმიმალურად ეფექტურად ვებრძოლოთ ამ დაზიანებებს. ამისათვის, პირველ რიგში, მათი გაჩენის მექანიზმი უნდა შევისწავლოთ” – ამბობს 77 წლის ბიოქიმიკოსი.
დნმ-ში მუდმივად გროვდება დეფექტები, შესაბამისად, მათი რეპარაციის მექანიზმიც უნდა არსებობდეს. 1974 წელს ამ მენციერმა ფერმენტი აღმოაჩინა, რომელიც დნმ-დან ციტოზინის დაზიანებულ ფრაგმენტებს აძევებს. 1980-1990 წლებში ლინდალმა, უკივე ბრიტანეთში, გლიკოზილაზების(დნმ-ს შეკეთების პირველი ეტაპის ფერმენტები) მუშაობა აღწერა და ლაბორატორიულ პირობებში მისი რეპროდუცირება შეძლო(დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი; სუპერკომპიუტერი – Watson, კიბოს წინააღმდეგ).