ჩვენი სამყარო ოდნავ დაპატარავდა, ოღონდ არა ფიზიკურად. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ”ჰაბლით” მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, კოსმოსი ისეთი დასახლებული არ არის, როგორც აქამდე გვეგონა.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ”ჰაბლი”, არა მარტო ძვირფასი ტექნოლოგიების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, არამედ უფრო მეტიც. სწორედ მისი დახმარებით შევძელით კოსმოსის ყველაზე უფრო შორეული ნაწილების კვლევა და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება.
რა თქმა უნდა, ”ჰაბლის” თვალსაწიერსაც აქვს ზღვარი. მოკლედ რომ ვთქვათ, შორეულ კოსმოსში მოლივლივე გალაქტიკების რაოდენობა იმაზე მცირეა, ვიდრე აქამდე გვეგონა.
მიჩიგანის უნივერსიტეტის, ფიზიკისა და ასტრონომიის დოცენტი, ბრაიან ოში ამბობს – ”აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ახალგაზრდა სამყაროს მკრთალი გალაქტიკების რაოდენობა ათობით და ათასობით ჯერ მეტია იმ რამდენიმე შორეულ და ელვარე გალაქტიკების რიცხვზე, რომლებსაც ჰაბლი ხედავს. ვფიქრობ, ეს რიცხვი ათეულებთან უფრო ახლოსაა”.
სუპერკომპიუტერით ჩატარებული მოდელირების მიხედვით, მოდელირებული გალაქტიკები მთლიანად შეესაბამება დამზერად შორეულ გალაქტიკებს, ელვარების მიხედვით განაწილების ზღვარზე. გამოდის, რომ მოდელირება ემთხვევა იმას, რასაც სინამდვილეში ვხედავთ. თუმცა, მოდელირებამ არ გამოავლინა სუსტი და მკრთალი გალაქტიკები, რომელთა დანახვასაც ჩვენ ველოდით”.
ბუნებრივია, რომ ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში, გალაქტიკების რაოდენობით განისაზღვრება. პლანტების რაოდენობა კი ვარსკვლავების რაოდენობით. სიცოცხლისათვის ვარგისი პლანეტების რაოდენობა კი პლანეტების საერთო რიცხვზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, ზუსტი მონაცემების მიღებაში კოსმოსური ტელესკოპი – ”ჯეიმს უები” დაგვეხმარება, რომელიც ახლა ტესტირებას გადის. ეს, თავის მხრივ, სხვა შეფასებათა დაზუსტების, მათ შორის არამიწიერი ცივილიზაციების სავარაუდო რაოდენობისაც, საშუალებას მოგვცემს.
”ჯეიმს უები”, 2018 წლის ბოლოსთვის დაიწყებს ინფრომაციის გადმოცემას და აქამდე არსებულ ტელესკოპებზე 100-ჯერ მეტი მგრძნობელობა ექნება. ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპი, სამყაროს პირველ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს დაინახავს, რომლებიც დიდი აფეთქებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის მერევე ჩამოყალიბდა. მიღებული მასალის ინტერპრეტირება, ხსენებული მოდელირებით მიღებული ინფორმაციისა და თეორიების გათვალისწინებით მოხდება(ფრენა ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა სივრცეში).